ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ასტროლოგიის მოყვარულებისთვის ივლისის პირველი დეკადის პროგნოზს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 ივლისამდე ცაზე დაძაბული ასპექტია.
ნოელი საზოგადოებაში აგრესიის მომატებას პროგნოზირებს, ადამიანებს კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ის ამბობს, 10 ივლისის შემდეგ, კოსმოსში დადებითად შეიცვლება პლანეტების განლაგება, რაც ადამიანებზე კარგად იმოქმედებს.
„ივლისი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ცაზე მარსი-სატურნი- ურანის ურთიერთდაძაბული ასპექტებით ენერგეტიკულად საკმაოდ რთული სამკუთხედი იკვრება, ასტროლოგები ამ ფიგურას ტაუ-კვადრატს ვუწოდებთ, ეს ფიგურა 10 ივლისის ჩათვლით მოქმედია, თუმცა 5 რიცხვიდან გაცილებით სუსტად იმუშავებს.
მისი „წყალობით“ არაერთი მოულოდნელი უსიამოვნების წამოჭრაა ჩვენს ცხოვრებაში ახლა შესაძლებელი. ავარიებიდან დაწყებული, უფროსობასთან კამათით გაგრძელებული, შეფერხებები ბიზნესში, შემცირებები სამსახურში, ის კი არადა, მამაკაცებისათვის ფიასკო ლოგინშიც კი არაა გამორიცხული (ბოლო-ბოლო მარსი ლიბიდო პლანეტაა, მარტო აგრესიას არ იწვევს)... აგრესიას რაც შეეხება, ეს შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამხედრო კონფლიქტებში საბრძოლო ვითარების გამწვავებითაც გამოიხატოს. ვინაიდან ვენერა ფინანსებს განკარგავს, ფრიად არასახარბიელო პერიოდია კაპიტალ დაბანდებისთვის, მსხვილი ქონების შესაძენად. არ იმუშავებენ ამ პერიოდში დადებული ხელშეკრულებებიც. მომავალში, უშუალოდ ახლა კი, შესაძლოა, გაუქმდეს ძველი დადებულებიც.
ავარიები, ტერაქტები, ავია-კატასტროფები, საბანკო სისტემის კოლაფსები- ყველაფერი ეს სრულიად მოსალოდნელია.
სექსუალურობა იზრდება, (ვენერა- მარსის შეერთების ხარჯზე), მაგრამ ახლა ახალი ურთიერთობების წამოწყების დრო არაა, ძალიან არასახარბიელოდ შეიძლება დასრულდეს. ვენერა და მარსი აქ, ლომში კიდევ დარჩებიან - ვენერა 22 ივლისამდე, მარსი-აგვისტოს ბოლომდე. ცოტა შემდეგისთვის ჯობს სასიყვარულო თავგადასავლების გადადება.
მზესთან ურანის ჰარმონიული ასპექტი ენერგიის განმუხტვის საშუალებას მოგვცემს, მზე მოგეხსენებათ კირჩხიბშია, რაც მიგვანიშნებს რომ სჯობს საშინაო საქმეებზე გადავიტანოთ მეტი აქცენტი. სახლს, შინაურებს მივხედოთ, მეტი მზრუნველობა გამოვიჩინოთ მათზე. თორემ ისე შეიძლება დაგვემართოს, ქართულ ანდაზაში რომაა-ძაღლი შინ არ ვარგოდაო...
მინდა, დანანებით აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში აგრესია სულ უფრო სჭარბობს, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სოცქსელებში. მაგრამ თუ სულიერი განვითარების პრეტენზია აქვს ადამიანს, მისგან აგრესია აღარ უნდა მოდიოდეს. მაქსიმალურად ეცადეთ არ ჩაერთოთ არანაირ ავანტიურაში და პროვოკაციებში. მოთმინებას გისურვებთ. წინ კიდევ ერთი რთული დეკადა გველის. თუმცა, ახალმთვარეობის შემდეგ კოსმოსი უკეთეს დღეებს გვპირდება...“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
28 წლის წინ 2 ივლისს საქართველოს ისტორიამ გამოცდა მოუწყო ჩვენს მეომრულ სულისკვეთებას - დავით თევზაძე
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები