ქველმოქმედების და კეთილი საქმეების გაკეთების დღეა! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მოხუცების მიმართ და დაეხმარეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი თანადგომა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ თავშეკავება და დიპლომატია, რადგან მაღალია დაძაბულობის და უსიამოვნებების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ლაშქრობისა და ტურისტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების გასამართად, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. დღეს ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმშია, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ენმ-ს დეპუტატს პირდაპირ ეთერში ჭიქა ესროლა