Digest Logo

„ღამის პრაიმთაიმიდან ამოჭრილია ის მომენტები, სადაც არგუმენტირებულად ვუმტკიცებ უზრდელ ნაზღაიძეს, რომ რელიგიას ასტროლოგიასთან წინააღმდეგობა არ აქვს“ - ხათუნა ნოელი

1645560501
ხათუნა ნოელი და გიორგი ნაზღაიძე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოდელ გიორგი ნაზღაიძეს დაუპირისპირდა, აცხადებს, რომ მისი სინქრონი გადაცემამ დაამახინჯა და სრულად არ გაუშვა. საქმე იმაშია, რომ მოდელი გიორგი ნაზღაიძე ასტროლოგიის წინააღმდეგ გამოდიოდა და მას ანტირელიგიურს უწოდებდა. 

ხათუნა ნოელის განცხადებას „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გითხრათ, ვინც დღეს ღამის პრაიმ-თაიმს უყურეთ - ამოჭრილია ზუსტად ის მომენტები, სადაც არგუმენტირებულად ვუმტკიცებ უზრდელ ნაზღაიძეს, რომ რელიგიას ასტროლოგიასთან წინააღმდეგობა არ აქვს სინამდვილეში, ამოჭრილია მე-2 მსოფლიო კრების ამბავი, სადაც ასტროლოგიის განკიცხვა/განკვეთას პაპმა ხელი არ მოაწერა, ამოჭრილია ვინ იყვნენ ცნობილი ასტროლოგი მეცნიერები, ამოჭრილია დავით აღმაშენებელს რომ მემატიანე მეორე პტოლემეუსს უწოდებს სიამაყით, რომ გელათის აკადემიაში ასტროლოგია ისწავლებოდა, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ინსტიტუტში სასულიერო კრებულში შემავალი ასტროლოგიური ტრაქტატი დევს, თამარის დროს დაწერილი...

ამოჭრილია ნაზღაიძე რომ მეუბნება, ასტროლოგია თუ ანტირელიგიური არაა, მღვდლები რატომ არ ქადაგებენო და მე რომ ვპასუხობ, მასე არც მედიცინაზე გექადაგებიან, მაგრამ არც მედიცინა არაა საწინააღმდეგო ქრისტიანობის მეთქი... ამოჭრილი კი არა, უმოწყალოდაა დაჩეხილი რაც ვისაუბრე... მინიმუმ კიდევ 3 ეპიზოდი უნდა ყოფილიყო, სადაც მე ვსაუბრობ, სამაგიეროდ მკითხავი და ჯადო ფართოდაა გამოტანილი. დასკვნები თქვენთვის მომინდვია!!!“ - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

🔵„დღეს მოერიდეთ ეჭვიანობას, მკვახე და უხეშ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას“ - ცაგარელი

🔵„როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ...“ - აუცილებელი ინფორმაცია, რაც 22.02.2022 მისტიკური დღისთვის უნდა ვიცოდეთ

🔵„მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან“ – ნანა გეგეჭკორი