22 ივლისს კოსმოსში დიდი გადაადგილება იქნება. თურმე მზე წყლის ნიშანს დატოვებს და ლომის ზოდიაქოში ერთი თვით გადაინაცვლებს. ახლა მოგიყვებით, რა ხდება დედამიწაზე მაშინ, როდესაც კოსმოსში ცვლილებებია.
მოკლედ, ვინაიდან ლომი ცეცხლის სტიქიის ნიშანია და ნაკლებად მეგობრობს მიწასა და წყალთან, შედარებით მძიმე პერიოდი ექნება, ხოლო ცეცხლის სტიქიის ნიშნებისა და მისი მონათესავე ჰაერის ნიშნებისთვის პერიოდი წარმატებული და ჰარმონიული იქნება.
როგორც ცაგარელმა „დაიჯესტს“ გაუცხადა, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში, უნდა გააქტიურდნენ ვერძები, ლომები და მშვილდოსნები, ხოლო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქალწულმა დ წყლის სტიქიის დანარჩენმა ნიშნებმა.
„22 ივლისს მზე კირჩხიბის ნიშანს დატოვებს და ლომში გადავა. მოგეხსენებათ, კირჩხიბი წლის ნიშანია, ამიტომ, მთელი ივლისი განმავლობაში, იყო წყალდიდობები, ახლა კი ვინაიდან, ლომი ცეცხლის ნიშანია, ხანძრებს უნდა ველოდოთ.
ასევე, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში, მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების გააქტიურება, გაიზრდება ლომისთვის დამახასიათებელი აქტიურობა, კომუნიკაბელურობა და მაღალი იერარქიებისთვის ბრძოლა. აგრეთვე მოიმატებს ლომის უარყოფითი თვისებები - ეგოიზმი, დიქტატურა, ფრაზა - „მე ყოველთვის მართალი ვარ.“
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი იქნება ♌ლომი აგრეთვე კარგი პერიოდი იქნება ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის სხვა ნიშნებისთვის - ♈ვერძისთვის, ♐მშვილდოსნისთვის, ♊ტყუპებისთვის, ♎სასწორისა და ♒მერწყულისათვის ეს პერიოდი რთული იქნება ♍ქალწულისათვის, რადგან ეს მათი დაბადების წინა პერიოდია, მათ განსაკუთრებით დაეძაბებათ ურთიერთობა ხელმძღვანელებთან.
აგრეთვე რთულია წყლის ნიშნებისთვის - ♋კირჩხიბისთვის, ♓თევზებისა და ♏მორიელთათვის. ზოდიაქოს სხვა ნიშნისთვის მიმდინარე პერიოდი ნეიტრალური იქნება“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვოლსკის შვილი ჰყავს გარდაცვლილი, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ახალგაზრდის სიკვდილი“
ქართული ხელბურთის ლეგენდა გარდაიცვალა