ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი პანდემიის დასრულებას 2027 წლის გაზაფხულისთვის ვარაუდობს. მისი პროგნოზით, სწორედ ამ წელს პლანეტები ისე განლაგდება ცაში რომ მსოფლიოს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
„როგორი უცნაური და სამწუხაროც არ უნდა იყოს, კოვიდის თემა ბოლომდე დამთავრებულად ჩაითვლება 2027 წლის გაზაფხულზე, შესაძლოა 15 აპრილისთვის.
აღნიშნულ წელს იუპიტერ სატურნის ტრიგონი და პლუტონი ურანის ტრიგონი ერთად მოიყრის თავს, რაც მსოფლიოს კრიზისიდან სრული გამოსვლის და დადებითი წლების დასაწყისად შესაძლოა ჩაითვალოს.
ვადებიც ეთანხმება მე-20 საუკუნეში ფაშისტური გერმანიის მიერ მსოფლიო ომის დაწყებას, 1938 წლიდან და გერმანიის კაპიტულაციას - 1945 წელს, ანუ 7 წელიწადს.
დაახლოებით მსოფლიო ომის ჩასახვიდან გავიდა ურანის ერთი ციკლი, 84 წელი, ხოლო, 1990 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის გამო დესტაბილიზაციიდან 29-30 წელი სატურნის ერთი ციკლი.
2019 წლიდან 2027 წლამდე, ის 7 წელიწადია, რაც მსოფლიო კრიზისს გამოხატავს. ალბათ, ამ ლოგიკით შექმნეს მართვადი პრობლემა, რომ უარესს და უმართავ პროესს არ დაეკავებინა ეს 7 წელიწადი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვცდები და 2-3 წელიწადში თავს დავაღწევთ ამ კრიზისს. პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
5.12.2021 წელი“, - ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული
🔵დღეს მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა- დღის რჩევა
🔵„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს“ - გამყრელიძე
🔵„ძალიან ცუდი პერიოდი იწყება ... “ - მიხეილ ცაგარელის შემაშფოთებელი პროგნოზი