ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა რომ ნებისმიერი რიტუალის ჩატარებისას, არა მხოლოდ რიტუალთა წესების დაცვაა, არამედ ადამიანის რწმენაა მთავარი. მისი თქმით, თუ ადამიანს არ სჯერა, რასაც აკეთებს და უნდობლობას უცხადებს ასტროლოგს ჯობს საერთოდ არ გააკეთოს.
„მოგეხსენებათ მე ხშირად ვასაჯაროებ ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად კონკრეტულ რიტუალებს. ამას წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა - მონეტები ყულაბაში ისე ჩავყარე როგორც თქვი და საშინელი წელი მქონდაო. ვკითხე - უყვარს თუ არა ასტროლოგია. მითხრა რომ არა. ამიტომ ყველას გაფრთხილებთ თუ არ გიყვართ ეს სფერო, არ გჯერათ იმ ადამიანის, რომელიც რამეს გასწავლით და რიტუალს უბრალოდ, ტექნიკურად აკეთებთ, ჯობს საერთოდ არ გააკეთოთ ეს, რადგან მთავარი რწმენაა და წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უარესად გექნებათ. მე დავინტერესდი ამ ადამიანის პირადი რუკით, და ვნახე რომ იმ წელს ურთულესი წელი ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ ყულაბაში ჩაყრილი მონეტა,ისიც რწმენის გარეშე გაკეთებული ვერ უშველიდა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ცნობისთვის ჟურნალისტმა თეა გვასალიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს, ღორის წელი დგებოდა და დაგვმოძღვრა, ღორის ფორმის ყულაბაში მონეტები ჩაყარეთ, გარშემო ხილი შემოაწყვეთ და საოცარი წელი გექნებათო. მე კიდევ, არ ვიცი საიდან, ალბათ ვინმემ მაჩუქა, ზუსტად ღორის ფორმის ყულაბა აღმომაჩნდა სახლში, არიქა, ავშენდითქო, ვიფიქრე, გავტენე მონეტებით, წინ იმდენი ხილ-ბოსტნეული, კანფეტი და გოზინაყი დავუდე, მთელ კოლტს ეყოფოდა და ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია.
მომდევნო თვეები წინ რომ ჩავუვლიდი და შე უსინდისო, რა დაგაკელი - მეთქი ვეკითხებოდი, ისე საყვარლად მიღიმოდა ვარდისფერი დინგით, რომ გასატეხადაც არ მიბრუნდებოდა ხელი“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია
🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🔵„ასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“... - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ
🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი