Digest Logo

„მთავარი ფავორიტი ახლა თქვენ ხართ“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1641800132
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მომავალი კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის და აბსოლუტურად ყველა ნიშანი სასიკეთო ცვლილებებს იგრძნობს, თუმცა მანამდე წინ ერთი კვირაა. ასტროლოგი ყველა ნიშანს კონკრეტულ რჩევებს აძლევს👇

ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი ახალა დაბალია, ნუ გადაიტვირთებით, არის ტენდენცია იმისა, რომ მიიღოთ იმპულსური და სულსწრაფი გადაწყვეტილება, რაც ფინანსურად დაგაზარალებთ. ყველაფერი გადაამოწმეთ და მაქსიმალურად დიდი ყურადღება გამოიჩინეთ. შემდეგი კვირიდან სასიკეთო ტენდენციები მოიმატებს.

კურო - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური და ენერგიული ხართ, თუმცა არის წყალქვეშა დინებები, შესაძლოა, ილუზიებმა მოიმატოს და არაადეკვატურად შეაფასოთ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები. შესაძლოა ურთიერთგაგება შემცირდეს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, ამიტომ მე გირჩევთ მშვიდად გაატაროთ ეს დრო, აგრეთვე მოერიდეთ ფულის ხარჯვას და სესხის აღებას, სამაგიეროდ ძალიან კარგია უცხოელებთან კონტაქტი.

ტყუპები - ნუ გადაიტვირთებით რადგან თქვენი ენერგოტონუსი შემცირებულია, სარისკო მოქმედებებს შეეშვით, ამ პერიოდში საიდუმლოს დაცვა მეტად მოგეთხოვებათ. აქ ცვლილებები ცოტა მტკივნეულად შეგეხებათ, ამიტომ 20 იანვრამდე ყველა სახის სიახლეს მოერიდეთ.

♋კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. ამიტომ პოზიტიური შესაძლებლობები ძალიან მაღალია, ძალიან კარგია პარტნიორული ურთიერთობების ეს პერიოდი. თუმცა წყალქვეშა დინებები ფინანსურ სფეროშია მოსალოდნელი, რაც ფულის დანაკარგითა და გაუთვალისწინებელი ხარჯებით გამოიხატება.

♌ლომი - იმპერატორთა ნიშანს ყურადღება ესაჭიროება, თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით. არაა გამორიცხული სამსახურში ცვლილებები იყოს, შესაძლოა, რეორგანიზაცია მოხდეს, ან ხელმძღვანელობა შეგეცვალოთ, ამიტომ ახალი სიტუაციებისადმი შეგუება მოგიწევთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც თქვენს რეპუტაციას შელახავს ამიტომ შეიკავეთ თავი.

♍ქალწული - პოზიტიური ცვლილებების დროა, აქტიური,ენერგიული ინიციატივიანი და შრომისმოყვარეა. ერთადერთი წყალქვეშა დინება უკავშირდება თქვენი გეგმების საიდუმლოდ შენახვას. ზედმეტად ნუ გათქვამთ თქვენს მიზნებს, რადგან მოიმატებს ინტრიგები და მოშურნეები.

♎სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი შემცირებულია, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით და ნუ გადაიღლებით, თავს ისედაც შინაგანად დაღლილად იგრძნობთ. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ, თუმცა გექნებათ კრეატიული იდეები. აგრეთვე მოერიდეთ ფინანსურ ხარჯს.

♏მორიელი - საინტერესო ურთიერთობის პერიოდია,შესაძლოა, ახალი ნაცნობებისა და იდეების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, შესაძლოა გარკვეული საკითხები გადაჭრათ ამ პერიოდში,ეს ის დროა როდესაც ახლობლებისა და კოლეგების მიერ კომუნიკაცია გამარტივდება. მაგრამ ამ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა მოიმატებს.

♐მშვილდოსანი - ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდია, ფინანსები შემოდის, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ზომიერად ხარჯოთ, შესაძლოა, ორმაგიც დახარჯოთ. თუ ფანტაზიებს შეეშვებით და რეალურად იმოქმედებთ, წარმატების შანსი გაგიორმაგდებათ.

♑თხის რქა - მთავარი ფავორიტი ახლა თქვენ ხართ, თქვენი ენერგოტონუსი უმაღლესია, შეგიძლიათ მნიშვნელოვან პროექტებშიც ჩაერთოთ, გამოავლინოთ ახალი შესაძლებლობები, პრობლემებს იოლად მოაგვარებთ, ეჭვებსა და ილუზიებს მოიშორებთ. თუმცა ფინანსური კუთხით ცოტა მეტი სირთულეები შეგექმნებათ.

მერწყული - ყველაზე რთული პერიოდი ახლა თქვენ გაქვთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით და ნუ გადაიტვირთებით, ეს ის პერიოდია როცა ახალი იდეები უნდა დაივიწყოთ. ახლა გაზრდილია, ინტრიგების ჭორებისა და სირთულეების ალბათობა. ამასთან შესაძლოა, თქვენი მთავარი დრო ახლობლებს და ოჯახში წევრებს დასჭირდეთ და მათი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.

თევზები - ინტუიცია მდგრადია, პერიოდი საოცარი გაქვთ, საინტერესო იდეების ჩამოყალიბებისა და მათი რეალიზაციისთვის იდეალური პერიოდია. თუმცა ყველას ნუ ენდობით, შესაძლოა, ღალატის წინაშე აღმოჩნდეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მოემზადეთ - ძლიერი მაგნიტური ქარიშხლი გვიახლოვდება

🔵ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის იანვარი საუკეთესო იქნება

🔵ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი 2022 წელს გამდიდრდება

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ვანგას წინასწარმეტყველებით 2022 წელს სიმდიდრეში იცურავებენ