Digest Logo

მოემზადეთ - ძლიერი მაგნიტური ქარიშხლი გვიახლოვდება

1641472134
მაგნიტური ქარიშხალი

2022 წლის იანვარში რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებით, მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.

მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების პროგნოზი ასე გამოიყურება:

11-12 და 15 იანვარი — ამ დღეებში პრაქტიკულად გამეორდება 2 იანვრის მონაცემები: ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონეს არ ასცდება;

16 იანვარი — აღინიშნება მაგნიტოსფეროს შეშფოთება, მზის ქარიშხლის სიმძლავრე კი 4G დონეს მიაღწევს, რაც ძალიან ძლიერ ქარიშხლად მიიჩნევა;

17-18 იანვარი — მაგნიტოსფერო დამშვიდდება და ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონემდე დაიწევს.

რეკომენდაციები ექიმებისგან როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;

გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;

კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;

საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;

ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;

კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„იმდენი ცუდი რამ მესმის, გული მიკვდება… როგორ მინდა მხოლოდ კარგ ამბებს ვიგებდე“ - თათია შარანგია

🔵„ენდეთ საკუთარ ინტუიციას, არაა გამორიცხული გადაჭრათ რთული საკითხები“ - დღის რჩევა

🔵„პლაგიატი თუ გაგიგიათ რა არის?“ - გიორგი ფხაკაძე ივანე ჩხაიძეს უპირისპირდება

🔵ლოცვა, რომელიც საშობაო ღვეზელის მირთმევამდე უნდა წარმოვთქვათ

წყარო: sputnik-georgia.com