22 სექტემბერს კოსმოსში დიდი გადაადგილება იქნება. თურმე მზე მიწის ნიშანს ქალწულს დატოვებს და ერთი თვით სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ახლა მოგიყვებით, რა ხდება დედამიწაზე მაშინ, როდესაც კოსმოსში ასეთი ამბებია.
მოკლედ, ვინაიდან სასწორი ჰაერის სტიქიის ნიშანია და ნაკლებად მეგობრობს მიწასა და წყალთან, შედარებით მძიმე პერიოდი, სწორედ ამ სტიქიის წარმომადგენლებს ექნებათ, ხოლო ჰაერის სტიქიის ნიშნებისა და მისი მონათესავე ცეცხლის ნიშნებისთვის პერიოდი წარმატებული და ჰარმონიული იქნება.
როგორც ცაგარელმა „დაიჯესტს“ გაუცხადა, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში, უნდა გააქტიურდნენ სასწორები, ტყუპები და მერწყულები, ხოლო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მორიელმა და წყლის სტიქიის დანარჩენმა ნიშნებმა.
„22 სექტემბერს მზე ქალწულის ნიშანს დატოვებს და სასწორში გადავა. მოგეხსენებათ, სასწორი ჰაერის ნიშანია, ამიტომ, ოქტომბრის 22 რიცხვამდე სწორედ ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებების გააქტიურებას უნდა ველოდოთ. გაიზრდება მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიური უნარების გამოვლინება,ჰარმონიულობა, სიყვარულისა და სილამაზის აღქმის უნარი.
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი იქნება სასწორი აგრეთვე კარგი პერიოდი იქნება - ♈ვერძისთვის, ♐მშვილდოსნისთვის, ♊ტყუპებისთვისა და ♒მერწყულისათვის ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული იქნება მორიელებისთვის რადგან ეს მათი დაბადების წინა პერიოდია, მათ ურთიერთობა ყველა მიმართულებით დაეძაბებათ.
აგრეთვე რთულია წყლის ნიშნებისთვის - ♋კირჩხიბისთვის, ♓თევზებისა და ♍ქალწულებისთვისაც. ზოდიაქოს სხვა ნიშნისთვის მიმდინარე პერიოდი ნეიტრალურია“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: