Digest Logo

ნახეთ, რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

1639244183
ტარო

მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈


მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის მოაქვს სხვადასხვა ტიპის სიახლეები, შემოთავაზებები, საჩუქრები. შესაძლოა ეს შემოთავაზებები და იმედები, ოდნავ გაზვიადებული იყოს, ლამაზად შეფუთული ვიდრე სინამდვილეში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნოა და იმედისმომცემი.

ამ პერიოდში ძალიან მყარია თქვენი მენტალობა, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების უნარი. ზოგადად ძლიერდებით როგორც მმართველი, ლიდერი, მებრძოლი. მომპოვებელი. თუმცა, ეს თვისებები მხოლოდ მენტალურად უნდა ვმართოთ, ღიმილითა და მშვიდობით. კარგი დროა სწავლისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ბრძანებებისა და დავალებების გასაცემად სამსახურსა თუ ოჯახში. დაქვემდებარებულების დასაქირავებლად, მოსწავლეებისა და ხელოსნების ასაყვანად.

თუმცა, ამ ეტაპზე მაქსიმალურად სუსტდებით ყოველგვარ კონფლიქტში, ამდენად ჯობია გვერდი აუაროთ ყოველგვარ დავას, ჩხუბს, აგრესიას, თუნდაც თავდაცვის მიზნით. ახლა არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ჭორ-მართალს, რათა თავიდან აიცილოთ მანიპულაციის რისკი.

კურო ♉


მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ძალიან აძლიერებს. შემოდის მიწის სტიქიისათვის უჩვეულო მმართველობითი და ლიდერული უნარები. ძლიერდება აზროვნება, მენტალი. ბევრ თქვენგანში გაიღვიძებს პირველობის, ლიდერობის, მოპოვების სურვილი და სწორედ რომ საუკეთესო პერიოდია საკუთარი მოთხოვნების წასაყენებლად, შეხედულებების დასაფიქსირებლად, წინსვლისათვის ყველა სფეროში.

დადებითი ეტაპია თქვენი შრომის შედეგების მისაღებად. ყველა სფერო გაძლევთ გარკვეულ უკუგებას, შემოსავალს. მოგებიანია ყველანაირი შეთანხმება, მოლაპარაკება. კარგი პერიოდია ბავშვის ჩასახვისათვის და გაჩენისათვის, ზოგადად ბავშვებთან, შვილებთან დაკავშირებული ყველა სახის ქმედებისათვის.

ამ გაძლიერებული მენტალობით, ბევრი თქვენგანისათვის დადგება ხისტი შეფასებებისა და გადაფასებების დრო. ახლა ყველაფერი გამოაშკარავდება და დაერქმევა შესაბამისი სახელები. გაჩნდება არასწორი სიტუაციებიდან გასვლის სურვილი. თუმცა, რაკომენდირებული არაა არავითარი აგრესია, განსჯა, სიმართლის მტკიცება, ეგოცენტრულობა და თავის გადამეტება.

ტყუპები ♊


ამ ეტაპისათვის თქვენს გარშემო აქტიურდება სამართლიანობის დიდი ეგრეგორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ტყუპი მოექცევა სამართლიანად დამსახურებულ სიტუაციებში, სადაც თქვენც მოგთხოვენ შეცდომებზე პასუხს და თქვენდამი დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებენ. ახლა მკაცრად აიწონება თქვენი ყოველი ნაბიჯი და სიტყვა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად არაა რეკომენდებული გაჯიუტება. ეცადეთ თვალი გაუსწოროთ არსებულ სინამდვილეს და პირველ რიგში საკუთარ თავს მოსთხოვოთ პასუხები.

ყურადღებით იყავით და სიფრთხილე დაიცავით ყველანაირ სტრუქტურებთან ურთიერთობისას. თუ სამუშაო ადგილზე არის სტრუქტურული ცვლილება, შორს დაიჭირეთ თავი ყველანაირი ჩარევისაგან.

ახლა კარგი ეტაპია ძველი შეხედულებებისა და ქმედებების, არასწორი ცხოვრების წესის, არასწორი ადამიანებისა და ფასეულობების გადასახედად. დროა გამოხვიდეთ უკანდამხევი მიჯაჭვულობებიდან და შეამჩნიოთ ყველაფერი ახალი თქვენს გარშემო. ამჟამად მტკივნეული რღვევებიც კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენთვის სასიკეთოა და განმათავისუფლებელი.

კირჩხიბი ♋


ამ კვირის მანძილზე თქვენი ენერგეტიკა საკმაოდ ბრძოლისუნარიანია, რაც ხელს გიწყობთ დამძალებელი, მანიპულატორი ადამიანების მოგერიებაში. ზოგადად ამ პერიოდში თქვენს გარშემო ყველას ეჩქარება, დახმარება სჭირდება, რაც თქვენც გაფორიაქებთ და თავდაცვაში გაყენებთ.

ბევრი თქვენგანი შესაძლოა დადგეს წასვლის, გადაადგილების გადაწყვეტილების წინაშე, რისთვისაც სწორედ რომ შესაფერისი დროა. თუმცა, პერიოდი ხელს არ უწყობს მარტოობას, ჩაკეტილობას. ეცადეთ არც ერთ საქმეში არ იაქტიუროთ მარტომ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღოთ პასუხისმგებლობები. ყველა სიტუაციაში გაინაწილეთ მოვალეობები სხვა ადამიანებთან ერთად.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ ღამეულ ცხოვრებას, უძილობას, ნაყროვანებას, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებს. ასევე, გაურკვეველ, უცნობ ადგილებსა და ადამიანებს. ათასჯერ გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და მისი წყარო. განსაკუთრებით არ აჰყვეთ შეცოდების გრძნობას. ახლა საღის აზრი და საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე მკაცრად ორიენტირება, ყველანაირი გადახვევების გარეშე, (იმიტომ რომ ვიღაც შეგეცოდათ,) ძალიან მნიშვნელოვანია.

ლომი ♌


მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისთვის შემოაქვს სიხარულის, იმედისა და შემოთავაზებების ენერგია. შესაძლოა ახლა უფრო მეტად იგრძნოთ ყოველგვარი ყურადღება თქვენს მიმართ. ბევრი თქვენგანი მიიღებს რაიმე ფორმის საჩუქრებს, დაპირებებს. ამას გარდა, ეს პერიოდი ხელს გიწყობთ ყოველგვარი სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად. ძლიერდებით როგორც მასწავლებელი, მშობელი, ოჯახის უფროსი, ზოგადად ხელმძღვანელი. ამჟამად ყველა თემა, სადაც იცავთ კანონიერებას, ტრადიციას, საკუთარ რელიგიურ მრწამსს, საზოგადოებრივ შეხედულებებს, თქვენთვის სასიკეთოდ დგას და წარმატების მომტანია. კარგია აქტიურობა სადავო, საბრძოლო, კონკურენტულ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მაღალია გამარჯვების შანსი.

ამ პერიოდში მოერიდეთ სასიყვარულო შემოთავაზებებს, ზოგადად თაყვანისმცემლებს, განსაკუთრებით უცნობებს.

დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ სასიყვარულო შემოთავაზებებსა და ფლირტზე. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი მთლად ჭეშმარიტი არ იყოს. ათასჯერ გადაამოწმეთ რას გთავაზობენ სინამდვილეში.

ქალწული ♍


მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ლიდერის თვისებები, მებრძოლი სულისკვეთებით აღავსებს. ახლა ბევრი თქვენგანი გამოვა არსებული მოლოდინის, სიმშვიდის, კომფორტის ზონიდან, იმისათვის რომ შინაგან ცეცხლს მისცეს გასაქანი და მკაცრად მოითხოვოს და მიიღოს კუთვნილი. ამ ეტაპზე მზესავით ანათებთ და თქვენს გარშემო ატრიალებთ ადამიანებს. პირადი მაგალითებით აძლიერებთ მათ და აძლევთ იმედს. კარგი პერიოდია ბავშვებთან, შვილებთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.

ასევე, მიმდინარე პერიოდი თქვენში აძლიერებს გონივრულობას, განსჯის უნარს. ახლა ბევრი თქვენგანი გადააფასებს მოვლენებს, ადამიანებს, საკუთარი ცხოვრების წესსა და მიზნებს. ზოგიერთ შემთხვევაში ამას მოჰყვება გარკვეული ჯგუფების დატოვება, ურთიერთობების გაწყვეტა ან ზედაპირულ ფაზაში გადაყვანა. ახლა თქვენთვის ყველაზე ხელის შემშლელია და არ გამოგადგებათ ზედმეტი მერყეობა, სხვათა შეხედულებების გათვალისწინება და მის ქვეშ მოქცევა.

კვირის განმავლობაში მოერიდეთ მცირე, წვრილმან ხარჯებს. ჯობია თანხები განკარგოდ მკაცრად და მიზანმიმართულად.

სასწორი ♎


მიმდინარე პერიოდი თქვენი ნიშნისათვის გამოირჩევა ყველაფერი არასწორის, გამრუდებულის გამოსწორებით. ანუ, თითოეულს მოგეცემათ საშუალება არეულ სიტუაციაში დაადგინოთ სიმართლე, იპოვოთ სამართლიანობა თქვენთვის საინტერესო თემებში. ასევე, ყველა მიმართულებით აიწევს თქვენს მიმართ კრიტიკულობაც, სადაც ყველა გადაცდომაზე მეტ-ნაკლებად მოგთხოვენ პასუხს. ამდენად, სწორედ რომ დაფიქრების, გაანალიზების, „შავ-თეთრის“ გარჩევის დროა. ახლა თქვენთვის ყველაზე მეტად საზიანოა მიჯაჭვულობებში ჩარჩენა, იქნება ეს ფიზიკურად თუ გონებრივად. ძალისხმევა გმართებთ ყოველგვარი მერყეობიდან გამოსასვლელად. რაც მოსახდენია დაე მოხდეს. გარშემო უამრავი ახალი მოცემულობაა, რომელიც თქვენ გელით.

საუკეთესო პერიოდია ოჯახთან და სამეგობრო წრეებთან ურთიერთობისათვის, ოჯახური კონფლიქტების მოსაგვარებლად. საცხოვრებელ ადგილთან, სახლის საქმეებთან დაკავშირებული ჩანაფიქრების და გეგმების განსახორციელებლად.

მორიელი ♏


მიმდინარე პერიოდი თქვენგან გამძლეობასა და აქტიურობას ითხოვს. ახლა შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საქმე გახდეს გასაკეთებელი. სამსახურში, ოჯახში, სამეგობროში ყველას ეჩქარება და ყველა გაჩქარებთ. არის ისეთი მოთხოვნები, როცა ადამიანები ცდილობენ საკუთარი ტვირთი თქვენ გადმოგაბარონ. ამდენად, გიწევთ თავდაცვა და ზედმეტი შემწუხებლების მოგერიება.

კარგი პერიოდია ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ახალი ენერგიითა და ახალი შეხედულებებით. მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი იგრძნობს ახალ წრეზე გადასვლის ტენდენციას. ამჟამად მართლაც რომ დროა ყველანაირი „მკვდარი“, უკანდამხევი ენერგიის მოსაცილებლად.

მიუხედავად ამ ახალი წრისა, ახლა არ გამოგადგებათ ურთიერთობების დაჩქარება ან გაოფიციალურება, გარკვეული პირობების დადება და სამუდამო პასუხისმგებლობების აღება. ფრთხილად იყავით ამგვარ შემოთავაზებებთანაც. ახლა „ყველაფდერი ოქრო არაა რაც ბრჭყვიალებს“. ასევე, მოერიდეთ დეპრესიულ და მელანქოლიურ განწყობას, სასმელს, ღამისთევას.

მშვილდოსანი ♐


მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის ზოგადად დადებით ენერგიაში დგას. თქვენს მიმართ გარშემომყოფები მეტ-ნაკლებად ავლენენ სითბოსა და ყურადღებას. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს, საჩუქრებს, შემოთავაზებებს, იმედის მომცემ წინადადებებსა და დაპირებებს.

ახლა კარგი პერიოდია ყველა იმ საქმის მოსაგვარებლად, სადაც მოლოდინში იდექით და ვერ ახორციელებდით ქმედით ნაბიჯებს გარკვეულ მიზეზთა გამო. მოლოდინის დრო ამოიწურა, ხართ გაძლიერებული იმისათვის რომ მოითხოვოთ, დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, ზოგ შემთხვევაში ულტიმატუმიც კი წამოაყენოთ. ამჟამად თქვენი მენტალობა გაძლიერებულია, ამდენად კარგი დროა გამოცდების ჩასაბარებლად, გასაუბრებებისა და კონკურსების გასავლელად, პროექტების ან თუნდაც მცირე მოსაზრებების დასაფიქსირებლად.

ახლა თქვენთვის ყველაზე ცუდია მოდუნება, სიზარმაცე, დეპრესიულობა, მელანქოლია.

თხის რქა ♑


უძლიერესი პერიოდია თქვენი მენტალობის ასამაღლებლად, სწავლისათვის, შემეცნებისთვის, ახალი იდეებისთვის, ყველანაირი კონკურსებისა და გასაუბრებებისთვის. ამავდროულად, კარგი დროა ოჯახთან, შვილებთან, ახლო სამეგობროსთან მჭიდრო ურთიერთობისათვის, ოჯახური კონფლიქტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასალაგებლად, ზოგადად სახლის საქმეების მოსაგვარებლად.

ამ პერიოდში ასევე უპრიანი იქნება დაალაგოთ პირადი, ზოგადად ურთიერთობები. გადახედეთ ვინ ვინაა თქვენთვის, ვის რა მიაქვს ან მოაქვს ურთიერთობაში. დროა ყველაფერს მისცეთ ადეკვატური შეფასება გარკვეული თვითკრიტიკის გამოყენებით, შესაცვლელი შეცვალოთ და დასახურავი დახუროთ.

ამ ეტაპზე თქვენთვის არაა რეკომენდებული არაფერი პირადის გამომზეურება. დაიცავით სხვისი თვალისგან ყველანაირი შენაძენი, ასევე ინტელექტუალური საკუთრება და პირადი ინფორმაცია. არ ისაუბროთ იდეებსა და გეგმებზე, მატერიალურ წარმატებებსა და შენაძენებზე, შემოსავლებიც კი მოაგროვეთ და მისი ხარჯვა შემდგომი ეტაპისათვის გადადეთ.

მერწყული ♒


თქვენი ნიშნისათვის ძალიან კარგი პერიოდია სასამართლო საქმეების, ყოველგვარი დავის მოსაგვარებლად. ახლა ყველაფერი ისე წარიმართება, რაც სამყაროს გადმოსახედიდან სამართლიანია და მისაღები. ამდენად, ამ ეტაპზე ხან თქვენს წინაშე აგებენ პასუხს, ხან თქვენ გიწევთ თავის მართლება. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ყველა შემთხვევაში ყველაფერი სამართლიანობის ჭრილშია მოქცეული.

ამ კვირის განმავლობაში ერიდეთ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ იმოქმედოთ „არც მწვადი დაწვათ და არც შამფური“-ს პრინციპით . ახლა არაა არავითარი არჩევანის დრო. ჯობია დროებით შეინარჩუნოთ ორი ან მეტი სამსახურიც, პროექტიც, ადამიანიც, რათა შემდგომ არაფერი ინანოთ. არ დააფიქსიროთ საბოლოო გადაწყვეტილებები და ეს მომენტი გადადეთ შემდგომი პერიოდისათვის. თუმცა, ფიქრისა და ანალიზისათვის, გადაფასებებისათვის და ცვლილებებისათვის მზაობისათვის, ნაყოფიერი პერიოდია. ნურაფერზე აიღებთ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას. დაიხმარეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები ყველა საქმეში.

თევზები ♓


თქვენი ნიშნისთვის მიმდინარე კვირა ძალიან აქტიური პერიოდია, როცა ბევრია საქმეც და დავალებებიც. შესაძლოა ამ მხრივ ცოტა დაიღალოთ კიდეც და მოგიწიოთ რაღაცებზე უარის თქმა ან სხვისთვის გადაცემა. გარშემომყოფები კი ცდილობენ თქვენი ენერგიის, რესურსის გამოყენებას, რაშიც დაგჭირდებათ გარკვეული თავდაცვა. სწორად ახლა თქვენთვის ძალიან რთულია ერთმანეთისაგან გამოარჩიოთ ნამდვილი და სასიკეთო შემოთავაზება გამომყენებლური წინადადებისგან. ამიტომ გმართებთ მაქსიმალური დაფიქრებულობა გადაწყვეტილებებში. თუ მაინც გეეჭვებათ რა ჯობია და რა არა, უბრალოდ ამ კვირის განმავლობაში თავიდან აიცილეთ დეტალური დაპირებები და პასუხისმგებლობები. დაელოდეთ უკეთეს დროს ამისათვის.

თქვენში ახლა ძალიან გამძაფრებულია თქვენეული შემცოდებლობა, ამდენად ადვილია თქვენი შეცდომაში შეყვანა ემოციური საუბრით ან შეცოდების გრძნობის გააქტიურებით. ეცადეთ მკაცრი იყოთ ყოველგვარ გადაწყვეტილებებში და პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე იზრუნოთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„15 წლის ბავშვი მოკვდა, უბედურება... ტანსაცმლის გამო მოკლეს...“ - ავთო დვალიშვილი მოზარდის მკვლელობაზე

„ათი წელი დასჭირდა, ჩემი რეალური მიზნის მიღწევას, ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

რა არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რა ფერებზე გავაკეთოთ არჩევანი - როგორ დავხვდეთ „ცისფერ ვეფხვს“

„კოვიდის გამო ყველა ძვალი და რბილი რომ გტკივა სულის ტკივილამდე და ჯერ კიდევ არ იცი, წინ რა ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევს“ - მეგი გოცირიძე

„წერა-კითხვა ასწავლეთ ამათ, ვაქცინის კაბინეტში ვინც ზის და წესით პირველი მაგათ რომ უნდა იცოდნენ, რა არის ვაქცინის ჩვენება და რა უკუჩვენება“ - რა შეემთხვა არჩილ მარშანიას

„36 წლის გოგოა, 4 წლის შვილი ჰყავს და სატაქსაოდ დღეში რამდენჯერმე გამოდის, რადგან დიდი ხნით ვერ ტოვებს შვილს" - თამო კეშელავა

VIDEO: „საქართველო მომავალში ხდება ნეიტრალური სახელმწიფო, მსგავსი შვეიცარიისა“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია

„როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე...“ - რას წერს ლევან ბოკერია ბაბუაზე

წყარო: exclusivetv.ge