Digest Logo

ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – როგორი იქნება 2022 ტყუპებისთვის?

1641883559
ტყუპები ჰოროსკოპი

როგორი იქნება 2022 წელი ტყუპებისთვის, რას მოუტანს ის ტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

ტყუპებისთვის 2022 წელი არცთუ ისე მარტივი იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, წელი თვითანალიზით დაიწყოთ და მოიშოროთ თავიდან უარყოფითი განწყობა, ისეთი აზრები, რომლებიც ენერგეტიკას ბლოკავს, მაგალითად, „არაფერი შემიძლია“, „ყველაფერი უაზრობაა“, „ყველგან და ყველაფერში უსამართლობაა“ და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში გამარჯვებისა და წარმატების მეტი შანსი გექნებათ.

ტყუპი მამაკაცი

2022 წელს ყველაფერი საკმაოდ პროგნოზირებადი იქნება, მაგრამ ყოველთვის წესრიგში – არა. წელი მცირე გაუგებრობებითა და პრობლემებით დაიწყება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. თანდათანობით პლანეტებისა და ვარსკვლავების ენერგეტიკა გაიზრდება და დროთა განმავლობაში პრობლემები მეორე პლანზე გადაიწევს, მათ კი გამარჯვებები, ოპტიმიზმი და დიდი ბედნიერება ჩაანაცვლებს.

ფინანსები და სამუშაო: წლის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ ძვირად ღირებულ ნივთებს არ შეიძენთ. სანამ ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. დაახლოებით მაისის ბოლოდან ვითარება ნელ–ნელა გაუმჯობესდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, შეიცვალოთ სამუშაო. შემოდგომაზე კარგი იქნება, თუ თანხას საკუთარ განვითარებაში ჩადებთ.

სიყვარული და ურთიერთობები: 2022 წელი თქვენთვის ძალზე მდიდარი და უხვი იქნება და განსაკუთრებით მათთვის, ვინც მეორე ნახევარს ეძებს. ბედი მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ისინი უნდა მოერიდონ ჩხუბს საყვარელ ადამიანთან, განსაკუთრებით ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში.

განწყობა და ჯანმრთელობა: წლის დასაწყისში, შესაძლოა, გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ ცხოვრებაში შავი პერიოდი დაგიდგათ. ეს დროებით აპათიასა და განგაშის შეგრძნებას გამოიწვევს. ექსპერტები გირჩევენ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და მეტი ყურადღება დაუთმოთ დასვენებას.

ტყუპი ქალი

მამაკაცების მსგავსად ქალ ტყუპებსაც, შესაძლოა, წლის დასაწყისი პრობლემებით სავსე გქონდეთ, მაგრამ გაზაფხულის მიწურულს ვითარება ყველა სფეროში უკეთესობისკენ შეიცვლება.

უბრალოდ, წლის დასაწყისში მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ცხელ გულზე.

ფინანსები და სამუშაო: წლის დასაწყისი, სჯობს, მშვიდ ვითარებაში გაატაროთ და ფინანსების მხრივ არ გარისკოთ. დიდი შემოსავლები წლის მეორე ნახევარში გელოდებათ მივლინებებიდან და ახალი პროექტებიდან. ამ პერიოდში აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას სამუშაოზე გადაიტანთ.

სიყვარული და ურთიერთობები: მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები პრობლემური პერიოდების გადალახვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, წლის დასაწყისში შესაძლებელია გაუგებრობები სამუშაოზე, ან, უბრალოდ, აპათია და ნეგატიური განწყობა დაგეუფლოთ. ასეთ დროს ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ვინც მეორე ნახევარს ეძებს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და არ აჩქარდეს.

განწყობა და ჯანმრთელობა: განწყობა 2022 წელს ცვალებადი იქნება. ამას, უბრალოდ, უნდა მიეჩვიოთ. ეს დიდ პრობლემებს არ მოგიტანთ, ამიტომ არ ღირს ფუჭი მღელვარება და ნერვიულობა. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

მასალა მომზადებულია გამოცემა „sputnik-georgia-ს“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას