მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:11-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებში ჩაბმას, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. არ ღირს საკუთარი მიღწევებით თავის მოწონება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.
პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ეჭვიანობას და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის და ცხარე საკვების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მერწყულს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე