მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:53-დან 01:00, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური დღეა რეფორმებისთვის, სასიკეთო შედეგს გამოიღებს ცვლილებები პირად და საქმიან ცხოვრებაში.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან გაღიზიანებისა და ნევროზულობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება, რაც თავის მხრივ კონფლიქტების და უსიამოვნებების მიზეზი გახდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საჩუქრებისა და ორიგინალური სუვენირების შესაძენად, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის. ნაკლებად გაამართლებს მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ხელმძღვანელებთან შეხვედრა და საკამათო საკითხების განხილვა
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ფსიქოტროპული და დამამშვიდებელი პრეპარატების მიღებისგან, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფეხის კუნთებს, თვალებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ამაზონიტი და ლაბრადორი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“
🔵რაც მეტ ადამიანს დაიჭერენ, მით მეტი გაბრაზდება - გიგა მაქარაშვილი