Digest Logo

წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე - როგორები არიან თევზები?

1641965249
თევზები ჰოროსკოპი

თევზები მეოცნებე, კაშკაშა, მგრძნობიარე, საკუთარ ილუზიებში მცხოვრები ადამიანები არიან. ხშირად ინტუიციით მოქმედებენ.

უყვართ ყველაფერი ლამაზი, ერკვევიან მოდაში, დახვეწილად აღიქვამენ ხელოვნებას.

თევზები ასტროლოგიური ზოდიაქოს წრის ბოლო, მე–12 ნიშანია. ისინი ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე წარმომადგენლები არიან.

მათი ბუნების ცვალებადობასა და არასტაბილურობას წყლის სტიქია განაპირობებს. თევზების თანავარსკვლავედი ერთდროულად მართავს იუპიტერსა და ნეპტუნს და სწორედ ამიტომ ამ ნიშანს ორმაგი ხასიათი ბავშვობიდან ახასიათებს.

ამ ნიშნის წარმომადგენლები, უმეტესად, დინებას მიჰყვებიან, არ არიან ჩვეულნი, რამე შეცვალონ ცხოვრებაში და იშვიათად ეწინააღმდეგებიან ვითარებებს.

თევზები მეოცნებე, საკუთარ ილუზიებში მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი ძალზე ფაქიზად გრძნობენ მუსიკას, შეუძლიათ თავი მსხვერპლად გაიღონ და ხშირად ინტუიციით მოქმედებენ. თუ სიყვარულსა და მხარდაჭერას არ გრძნობენ, თევზები საკუთარ თავში იკეტებიან და შეიძლება, მძიმე დეპრესიაც დაემართოთ.

კარგი იქნება, თუ თევზები თავიანთი თავის რეალიზებას მოახდენენ მუსიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში, მასწავლებლობაში; ხელმძღვანელი პოზიციები და პასუხისმგებლობა მათთვის ხშირად მძიმეა და არაბუნებრივი.

თევზები, როგორც ზოდიაქოს ბოლო ნიშანი, სხვა ნიშნების ერთგვარი სარკე არიან, იღებენ როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. ისინი ისე, როგორც სხვა არც ერთი ნიშანი, ორ ტიპად იყოფიან – კაშკაშა, მგრძნობიარე, მეოცნებე, ნათელ ადამიანებად, რომლებიც მზად არიან ნამდვილი გმირობისთვის და მდაბალ ადამიანებად, რომლებიც პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან და საკუთარი სისუსტეებით სპეკულირებენ.

თევზები მძიმედ აღიქვამენ კრიტიკას – მზად არიან, თავი მოიტყუონ და ინფორმაცია ისეთი ფორმით მიიღონ, რომ ფსიქიკა არ დაუზიანდეთ. თავად ასევე უყვართ სათქმელი ბოლომდე არ თქვან, რომ არ დაარღვიონ ჰარმონია, რომლისკენაც ისწრაფვიან მუდამ.

საკუთარი სამყაროს ჰარმონიულად ორგანიზების სურვილში ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ ესთეტიკის მიმართ – უყვართ ლამაზი, ერკვევიან მოდაში, დახვეწილად აღიქვამენ ხელოვნებას და მიილტვიან ბუნებისკენ.

თევზების ფლეგმატურობა, გულდახურულობა, ასევე ის, რომ არიან აბსოლუტური ინტროვერტები, ხშირად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ნევრასთენია, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. მათი ზემგრძნობიარობა და სენტიმენტალობა ხშირად მომხიბლავად გამოიყურება, მაგრამ თავად თევზებისთვის დამღუპველია. მათი მთავარი პრობლემაა ნებისყოფის გამომუშავება და ბედის დარტყმების გამკლავება. ასევე, ქაოსის დროს შეუძლიათ, ფანატიკოსად იქცნენ, მათ შორის – რელიგიურ ფანატიკოსად და ასევე ოკულტურ მიმდინარეობასაც შეუერთდნენ.

მამაკაცი – თევზები

მამაკაცი თევზები იდეალისტები და მეოცნებეები არიან. მათი უმეტესობა მგრძნობიარე, მშვიდი და წყნარი ადამიანია, ეჭვებშია და განიცდის, რომ არ აქვს ცხოვრების მისწრაფება და ამ მისწრაფების ღირსეული რეალიზება. მეორე ნაწილი – რომელთაც გადალახეს მამაკაცური შიშები, იპოვეს ცხოვრების გზა, მაგრამ მაინც გარკვეულად დაუცველი და მგრძნობიარე დარჩა.

მამაკაცი თევზები, უმეტესად, ადამიანებთან ურთიერთობებს იოლად და კომფორტულად ამყარებენ. ამ ნიშნის მამაკაცებს თავაზიანობა და ტაქტი უფლებას არ აძლევს, გამოხატონ ღია აგრესია, რაც ხშირად მათი პრობლემაა. ისინი იკეტებიან თავიანთ ფიქრებში და თავიანთ წარუმატებლობებს ძლიერ განიცდიან, ამჟღავნებენ გაღიზიანებას. სულიერი ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება – უყვართ ტანჯულის როლში ყოფნა.

მამაკაც თევზებს ადვილად უყვარდებათ, მტკიცე რომანტიკულ ურთიერთობებს ძნელად აწყობენ. მთავარი პრობლემა სიყვარულში – ესაა მიუღწეველი იდეალისკენ სწრაფვა და ურთიერთობები იმათთან, ვინც უფრო მკვეთრი ტემპერამენტით გამოირჩევა – მათ იტაცებთ მანკიერი, კაშკაშა ქალები, რომელთაც ეპატაჟური ქცევა სჩვევიათ.

ქალი თევზები

ქალი თევზები მომხიბლავი, ნატიფი და იდუმალი ქალბატონები არიან, რომლებიც მამაკაცებს თავიანთი დაუცველობით იზიდავენ. მათი ქალურობა და სისუსტე მათა მთავარი კოზირია, რაც მათ გარშემო იდუმალების ატმოსფეროს ქმნის.

ქალი თევზები არც კი ცდილობენ, საბედისწერო მაცდური ქალის როლი ითამაშონ, რადგან იციან, რომ მათი ხიბლი ბუნებრიობაშია, მორჩილებაშია. ზოგიერთი მამაკაცი უჩვეულოდ იდეალიზირებულს ხდის მათ სიკეთესა და მსხვერპლად თავშეწირვის თვისებას, ზოგს აღიზიანებს კაფიო ცხოვრებისეული პოზიციის არარსებობა. ამასთან, მორცხვი და რბილი ქალი თევზები ხანდახან შესაშურ პრაქტიკულობასა და ჯანსაღ აზრს იჩენენ. მათი გულის მოგება ადვილი არ არის და სწორედ გონება უკარნახებს მათ, რომ ემოციებს არ აჰყვნენ.

ქალი თევზების ხასიათის ყველაზე ძლიერი თვისებაა ქალურობა და თავიანთი „საფირმო" თვისებების სწორად გამოყენების უნარი. მას ურჩევნია, არ ჩაერიოს ფინანსურ საკითხებში და ეს საკითხი მამაკაცს მიანდოს, თუმცა, სულ სხვაგვარია ის ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობებში და ხშირად მათ პრობლემებს საკუთარ თავზე იღებს.

თევზებს კარგი ურთიერთობები აქვთ მშვიდ და პრაქტიკულ კუროებთან, მაგრამ კავშირი უფრო წარმატებული იქნება, თუ კურო მამაკაცია, ხოლო თევზები – ქალი. მეოცენებე კირჩხიბი თევზების ჰარმონიული თანამგზავრი იქნება, ხოლო გაწონასწორებული ქალწული – საიმედო და სტაბილური პარტნიორი.

ყველაზე კაშკაშა და საინტერესო კავშირია მორიელთან – თევზები აღფრთოვანებული იქნებიან საქმიანი პარტნიორით, რომელიც მათ თავისი მჩქეფარე ენერგიით არ დათრგუნავს.

თევზებს რთული ურთიერთობები აქვთ ცეცხლოვან ნიშნებთან – ვერძებთან, ტყუპებთან და ლომებთან. კატეგორიულად შეუძლებელია კავშირი სასწორებთან და მშვილდოსნებთან.

მასალა მომზადებულია გამოცემა „sputnik-georgia-ს“ მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „ბატონმა ამირანმა თქვა, წავალო, მაგრამ ვის დავუტოვო ჩემი სკამიო. აგერ ვარ, ხელფასი არ მინდა“ - ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

„ჯიბიდან ამოიღო ქაღალდში გადახვეული ხურდები, მთლიანად ჩაუთვალა გამყიდველს და უთხრა...“ - რა მოხდა ერთ-ერთ მაღაზიაში

„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი

„დავარწმუნოთ აუცრელები ვაქცინის აუცილებლობაში. თხოვნა, ჩხუბი, ისტერიკაც დაიმართეთ, თორემ დავკარგავთ ამ ხალხს“ - ბაია პატარაია

„მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა... არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით“ - ზვიად კვარაცხელია რეზო ამაშუკელზე

„მშვენივრად წამოჯდა სახლში და დედაჩემი გააგდო გარეთ, სავაჭროდ... წელი სწყდებოდა ქარხნიდან ამხელა სიმძიმის თრევით“ - ტრაგიკული ისტორია