როგორი იქნება 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი და ზოდიაქოს, რომელ ნიშანს გაუმართლებს ახალი წლიდან, ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი „პირველი არხის“ ეთერში საუბრობს.
♈ვერძი - უნდა ეყრდნობოდეს საკუთარ ფინანსებს და რესურსებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანებში თანხმობაში მოსვლა.
♉კურო - პარტნიორი თემები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შეიძლება ამ წელს ბევრმა კურომ შექმნას ოჯახი, ან იპოვოს გვერდში მდგომი ადამიანი.
ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ საზოგადოებაში.
♊ტყუპები - მათთვის გადამწყვეტი იქნება, როგორ გამოიყენებენ ისინი უკვე შეძენილ უნარებს, ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და იფიქრონ სულიერ მიღწევებზე.
♋კირჩხიბები - დასაყრდენი იქნება შვილები და ინდივიდუალური შემოქმედება, უნდა დასახონ სამომავლო გეგმები.
♌ლომი - მათთვის საყრდენი იქნება ოჯახი, უძრავი ქონება. ძალიან კარგი პერიოდი აქვთ კარიერული წინსვლისთვის და მიზნების განხორციელებისთვის.
♍ქალწული - შეეძლება ამ წელს უცხოეთში წავიდნენ, ან უცხოელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დაიჭირონ. მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს განათლების მიღება.
♎სასწორები - პირადი მატერიალური რესურსები და ნიჭი იქნება საყრდენი და ამავდროულად ისწავლონ ადამიანების მიზიდვა, რათა ერთად განახორციელონ პროექტები. უნდა ისწავლონ ტრანსფორმაცია.
♏მორიელები - მათი ინდივიდუალიზმი კარგი საყრდენი იქნება, ასევე მათ გარშემო იქნება პარტნიორები და შესაძლოა წლის მეორე ნახევარში სასიყვარულო პარტნიორი იპოვოთ.
♐მშვილდოსნები - დასაყრდენი მათთვის იქნება შინაგანი სამყარო, ის ყველაფერი რასაც ისინი საკუთარ თავში დაინახავენ უნდა გაიტანონ ფართო საზოგადოებაში.
თუ საკუთარ თავს ღრმად ჩაუღრმავდებიან წარმატების შანსები მაღალი აქვთ.
♑თხის რქა - სასიყვარულო ურთიერთობაში უნდა მოსინჯონ ბედი, თავს უნდა მისცენ გართობის და დასვენების უფლება.
♒მერწყული - მნიშვნელოვანია კარიერული წარმატების გამოყენება. მეტი დრო უნდა დაუთმონ ოჯახის წევრებს.
ასევე შეიძლება დაიწყონ ახალი სახლის აშენება.
♓თევზები - თვალსაწიერი უნდა გააფართოონ და მეტი ყურადღება დაუთმონ ადამიანებს ვინც მის ახლოს არიან.
ამ ადამიანებისგან მათ შეიძლება მიიღონ დახმარება და თანადგომა.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე