Digest Logo

ქალმა ბავშვი დათვის ვოლიერში ჩააგდო – რა გააკეთა კავკასიურმა მურა დათვმა

1643470142
მურა დათვი

ტაშკენტის ზოოპარკში ვიზიტორმა ქალმა პატარა გოგონა,  დათვის ვოლიერში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უზბეკური მედია აქვეყნებს. 

„28 იანვარს, 12:00 საათზე ახალგაზრდა ქალმა გაურკვეველი მოტივით, პატარა გოგონა დათვის ვოლიერში ჩააგდო. წარმოდგენაც კი საშიშია, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი დათვი, რომ ბავშვს როგორც მტაცებელი ნადავლს ისე მოქცეოდა,“– აცხადებენ ზოოპარკის პრესსამსახურში.

„კავკასიური მურა დათვი ზუზუ, რომელიც თავის ვოლიერში იწვა თვალს ადევნებდა ქალის ქმედებებს, რომელმაც ბავშვი ლითონის ღობის ზემოდან გადააგდო. ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების მცდელობის მიუხედავად ქალის შეჩერება ვერ მოხერხდა.

დათვი ნელ-ნელა დაიძრა მის ვოლიერში აღმოჩენილი ბავშვისკენ, გოგონას მიუახლოვდა, დასუნა და მოშორდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და დათვი შიდა ოთახში შეიტყუეს, სადაც ის უპრობლემოდ შევიდა,“ - ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვი ვოლიერიდან გამოყვანის შემდეგ ექიმმა გასინჯა. მას დაზიანებები 5 მეტრის სიმაღლიდან ჩაგდების გამო ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი მსუბუქი შოკის მდგომარეობაში იმყოფება, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გრიგოლიამ და აქუბარდიამ თავიდან მომიშრეს „სად ეცალათ ჩემნაირ უცხო, უპატრონო, უცნობ ვიღაცასთან სალაპარაკოდ“ - ხოდა ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა“ - ესმა გუმბერიძე

🔵„დღეიდან ვენერა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელის პროგნოზი

🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა“ - 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა

წყარო: podrobno.uz