პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და 60-იან წლებში, ფეხბურთის გუნდის „ტორპედოს“ თამაშს შორის პარალელს ავლებს.
გიორხელიძე, ამ შედარებით მიანიშნებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ამ ნაბიჯის გადასადგმელად კონკრეტულ მინიშნებას ელოდებიან.
„ქართული პოლიტიკა დღეს ძალიან ჰგავს 60-იანი წლების ქუთაისის „ტორპედოს“
ძალიან კარგი ფეხბურთელის ჯუმბერ ხაჟალიასა (პროტოტიპი დღევანდელი პოლიტიკური „ლიდერებისა“) და
„ჯუნგლების“ (ანუ სტადიონის აღმოსავლეთი მხარის მე-4 და მე-5 სექტორის ბილეთების მქონე თითქმის მუდმივი მაყურებლის) დიალოგს:
ჯუნგლები: „ხაჟალია, დაარტყი ბიჭო, პენალი“ -
ხაჟალია: „სუდია არ ნიშნავს, მე რა ვქნა?“
ჯუნგლები: „ვინ კითხავს, ბიჭო, სუდიას! დაარტყი პენალი!“
ახლა „ჯუნგლები“ - ანუ „ამომრჩევლის“ ის ნაწილი, თავისი „რჩეულისთვის“ ოჯახს რომ შეწირავს და... წირავს კიდეც, - მოითხოვს „თავისუფლებას“ და „ქაჯეთის ციხის“ გათავისუფლებას (!)...
მარა... სუდიები ჭაკად არიან, არ ნიშნავენ „პენალს“...
„დაძაბულობა“ კულმინაციას აღწევს!..
პენალტი ისაა - რომ შევარდები დროშებით სადღაც და... დაულეველ ჩაის მოწრუპავ...
მაგრამ... სუდია არ შობა, ჯერე!
ჰოდა, ახლა თურმე მედიატორად გალაკტიკათშორისო საპარლამენტო ასამბლეის სპიკერი მოდის...
მან უნდა დააყენოს მდგომარეობა...
P.S. ახლახან (თან ახლაც მიმდინარეობს) მოვუსმინე. შესვენებაზე გამოსული „ქანცგაწყვეტილი“ მოთამაშეების „აგრესიული“ ინტერვიუები (ნამეტნავად „შევშინდი!“, - მერე ადგა „ჟურნალისტი“ და... ხელახლა მოგვიყვა თავის მონოლოგში, რაც ერთხელ უკვე მოვისმინე (ჯობდა არ მომესმინა - ბლა-ბლა-ბლა!) მომწონს!
ხალხის დაყ... ბის ბრწყინვალე ტექნოლოგიაა! ხალხი დაძაბულია... და, თქვენ გინდათ ეს ქვეყანა დალაგდეს და თქვენ კარგად იცხოვროთ?! მანამ არ გეტკინოთ არაფერი!... ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ: ჩემი ეს ლოცვა გარანტირებული გაქვთ: 100 წელს ისე გახვალთ, არაფერი წამოგტკივდებათ
(ცხადია, ასე თუ გააგრძელებთ!)“, - წერს დემურ გიორხელიძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
პარლამენტში გიორგი ვაშაძე და 7 ოპოზიციონერი შედის – რა ინფორმაცია აქვს გვარამიას
მომიტევებია და ვილოცებ, რომ ღმერთმაც შეგინდოთ – სესიაშვილი შალვა კეკელიას მიმართავს