მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვების სრულყოფილ რეჟიმს უბრუნდება.
როგორც ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს ცილა ნორმაში აქვს.
„კვებაში შეზღუდვა აღარ იქნება. უკვე იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს კარგად. ცილის ნორმები აქვს ნორმაში. მაგალითად, ზოგჯერ გვჭირდებოდა ათი და თორმეტი აბის დამატება, რომ კალიუმის დონე გვემართა და ახლა საერთოდ აღარაა საჭირო. კალიუმიც მოხსნილია, მაგნიუმიც. რაც შეეხება ინსულინს და გლუკოზას, ისიც ნორმაშია. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია.
ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა. რამდენი ხანია აქ არის, მანამდე იყო მეთვრამეტეში, სისუსტე ამისგან არის გამოწვეული, იქაც არ მოძრაობდა და აქაც. თვითონ არ აქვს სურვილი, ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინაც ვთხოვდით, რომ დაიწყოს ვარჯიშები, ამოიყვანეს ტრენერი, რომ მასთან ერთად ივარჯიშოს, რადგან სურვილი არ აქვს. ესეც დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, ივარჯიშოს და გახდეს უფრო ძლიერი. მენტალური ჯანმრთელობა მარტო ფსიქიატრებს შეუძლიათ, შეაფასონ“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.
იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.
მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან
🔵„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი