Digest Logo

2 რამ, რაც დამწვრობის დროს სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ - გუგა ქაშიბაძის რჩევა

1609339788
ექიმი გუგა ქაშიბაძე და პიროტექნიკა

2021 წლის დადგომამდე ერთი დღე და რამდენიმე საათი დარჩა. 31 დეკემბერს, 24:00 საათზე პიროტექნკის გამოყენება პიკს მიაღწევს. ათასფრად განათებული ცა, ერთი შეხვედვით, თვალწარმტაცია და საზეიმო განწყობას ნამდვილად ქმნის, თუმცა პიროტექნიკა ხშირად სადღესასწაულო განწყობას უსიამოვნებით ცვლის.

კიდურების დაკარგვით დაწყებული, ხანძრით დასრულებული, ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს არასწორად გამოყენებულმა ფეიერვერკებმა, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ასაფეთქებელი ნივთიერებაა.

როგორ უნდა გამოიყენოთ ფეიერვერკები და რა უნდა ქნათ თუ აფეთქების შედეგად დაზიანდით? ამ კითხვებით „დაიჯესტმა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს მიმართა.

მედიკოსის თქმით, პიროტექნიკის გამოყენების დროს აუცილებელია უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვა.

„ჯობია საერთოდ არ გამოიყენოთ პიროტექნიკა. მაგრამ თუ კი გამოიყენებთ, მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოებუის წესები. ძალიან ხშირია, როდესაც დიდი ფეიერვეკის გასროლის შედეგად ხდება ტრავმა. საუბარი მაქვს დასაფიქსირებელ სადგომზე, მოსათავსებელ პიროტექნიკაზე, რომელსაც ხელით ვერ გაისვრით. აქ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან არა მხოლოდ დამწვრობას, არამდე სერიოზულ ტრავმას იღებს ადამიანი და ხშრად კიდურებიც კი დაუკარგავთ“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დამწვრობას მიიღებს, აუცილებელია დაზიანებული ადგილი გამდინარე ცივი წყილით ჩამოიბანოს და ანტიბაქტერლი მალამო წაისვას.

„დამწვრობის დროს სანამ ექიმთან მიხვალთ, ან ექიმი მოვა თქვენამდე, აუცილებელია პირველად დახმარებას მიმართოთ. ესენია:

  1. გამდინარე ცივი წყალი.
  2. ანტიბაქტერიული მალამო.

ჩემი მთავრი რჩევა კი ესაა - არ გამოიყენოთ პიროტექნიკა და არ გამოსცადოთ ჯანდაცვის სისტემის მუშაობას საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

🔘აგრეთვე დაგინტერესებთ:

როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2021-ს? ტოპ 3 იდეა

ორსულს ფეხებთან ასაფეთქებელი აუფეთქეს, ბავშვი კინაღამ გაუვარდა მუცლიდან, მისი ბეყე ქმარი კი მე მიყურებდა - მიშო სულუხია

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო ქართველი ქალი, ვის წინაშეც ნაპოლეონი თრთოდა

საეკლესიო კალენდრის გადაგდება ავის მომასწავებელია - აი, რა უნდა გააკეთოთ

„გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს და ეს მანანას ბრალია“ - ზვიად გამსახურდიას ოჯახის კულუარული ამბები