Digest Logo

„არაფრით შეიძლება ბავშვების დაშინება, ეს საშინელებაა“ - გაგოშიძე ბავშვებში კოვიდით გამოწვეულ სტრესზე

1632221404
თამარ გაგოშიძე

​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის დაშინების ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვთან ლაპარაკის დროს აუცილებელია ლინგვისტიკის კონტროლი.

„​როდესაც მშობელი თავისდა უნებურად აშინებს ბავშვს, თვითონ არის პანიკაში და ბავშვს ეუბნება: „ხელი ამას არ მოჰკიდო, ხელი იმას არ მოჰკიდო,“ ეს არ შეიძლება. ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. ამ კონტროლის ზომა უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რისი გაკონტროლება შეგვიძლია. რასაც ვერ გავაკონტროლებთ, უნდა დავივიწყოთ.“

​თამარ გაგოშიძის თქმით, სტრესის შესამცირებლად ჩვენი რესურსები და გარემოს მოთხოვნები უნდა დავაბალანსოთ:

„გარემოს მოთხოვნები და ჩვენი რესურსები უნდა დავაბალანსოთ. მაშინ აღარ გვექნება ასეთი სტრესული მდგომარეობა. თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, რისი გაკონტროლება შეგვიძლია და რისი არა, ასეთი არც შფოთვა გვექნება და არც სტრესული განცდა. მე, როგორც უფროსი, თუ ასე შევაშინებ ბავშვს, თუ სულ ვუმეორებ, რომ თუ ხელი არ დავიბანეთ, აგერ ბებოს გადაედება, ბებო მოკვდება, საშინელებაა ეს.“

„ბავშვს შფოთვა ეწევა, სიკვდილის შიში მოდის, მით უმეტეს, ექვს წლამდე ასაკში ეს ძალიან ხშირია ისედაც, ყოველგვარი კორონას გარეშე. ამ ასაკში წარმოსახვა ვითარდება და ეს ძალიან ბუნებრივია. ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება. მერე შეიძლება იყოს ღამის შიშები, კოშმარები, ზოგადად შიშები, სიკვდილის შიში. ამას უკვე მერე სპეციალისტი სჭირდება. „არ შეჭამ საჭმელს, დასუსტდები და კორონა დაგემართება,“ - ასეთი შეშინებები არ გვჭირდება.

​ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, რას ვეუბნებით ბავშვებს. ისინი სენსიტიურები არიან. მესამე ოთახში რომ ლაპარაკობდე, იმან იცის, რაზე ილაპარაკე. ბავშვებთან უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ლინგვისტიკა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საპატრიარქომ ერთხელ მაინც წარმოთქვას „შევცოდეთ და მოგვიტევეთ“, გაუთავებლად არ იმეოროს - „ეკლესიას ებრძვიან“, „მტრები“, რაღა მტრები - დააქციეთ ქვეყანა“

🔵საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

🔵თბილისში ახალი მიკროავტობუსები ინიშნება - ნახეთ, სად რომელი ნომერი იმოძრავებს