თუკი დამოკიდებული ხარ მის „სთორებზე“ ან შენ დებ ყოველდღიურად „სთორის“ მხოლოდ მისთვის - ესე იგი „დაქრაშული“ ხარ.
თუკი ტრფობის ობიექტი სურათებს ან „სთორის“ „გირეაქთებთ“ უბედნიერესი ხდებით და ერთი პატარა „ემოჯი“ გიცვლით დღის განწყობას.
ალბათ, მიხვდით რის თქმასაც ვცდილობ. თქვენ შეყვარებული ხართ.
სულ ცდილობთ, როგორც სოციალურ ქსელში, აგრეთვე რეალურ ცხოვრებაში მისთვის, იმ თქვენთვის განსაკუთრებულისთვის შესამჩნევი იყოთ.
ხანდახან მიზანს ვაღწევთ ხანდახან ვერა...
შემდეგ ვიწყებთ სრულიად საკაცეთის გაკიცხვას და ვსჯით მათ....
ჰოდა, გალანძღვის გარდა იცოდით, რომ არსებობდა სასიყვარულო შელოცვა?
დიახ, არ მოგესმათ!
ჩვენ მოგიყვებით მაგიური რიტუალების შესახებ, რომლებიც ურთიერთობის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
რა არის სიყვარულის შელოცვა?
სასიყვარულო შელოცვებს შეუძლია დააახლოვოს ორი უცნობი ერთმანეთთან ან დაეხმაროს წყვილს კავშირის განმტკიცებაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული შელოცვები ახალი შეყვარებულის მოსაძებნად ან ყოფილის დასაბრუნებლად.
ამასთან, შელოცვა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ყოფილს ავტომატურად მოუნდება თქვენთან ურთიერთობა. ის უბრალოდ შეამცირებს თქვენს შორის უარყოფით ენერგიას და დატოვებს ადგილს პატიებისთვის.
იგივე წესი მოქმედებს ახალი შეყვარებულების ძებნისას. მაგიას არ შეუძლია ორ ადამიანს ერთად ყოფნა აიძულოს. მას შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს უკვე არსებული ენერგიები.
როგორ ჩავატაროთ სასიყვარულო შელოცვა?
სიყვარულის შელოცვები შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა მასალით. იმისდა მიხედვით, რისი მიღწევა გსურთ შელოცვით, დაგჭირდებათ სხვადასხვა ელემენტი. თუმცა, ძირითადი წესია - ხელით წერა და ამ ფორმით ენერგიის მატერიზაცია. ხოლო ყველაზე გავრცელებული მასალებია: სანთლები, ქაღალდი, ფაქტები, ტაროს კარტები და სხვადასხვა მცენარეები. არსებობს ისეთი შელოცვებიც, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდება რაიმე მასალა.
დაიმახსოვრეთ: შელოცვამ რომ იმუშაოს, აუცილებელია თქვენი სურვილები იყოს კეთილი და გწამდეთ, რომ ცხოვრება სასწაულებითაა სავსე.
თაფლის ქილის შელოცვა
საუკუნეების განმავლობაში, ჯადოქრები იყენებდნენ თაფლს თავიანთ ჯადოსნურ შელოცვებში. თაფლი ტკბილია, ამიტომ ის ხელს უწყობს ორ ადამიანს, რომ ტკბილად მოექცნენ ერთმანეთს. შელოცვისთვის საჭიროა მხოლოდ თაფლი, ფურცელი, ფანქარი და ერთი სანთელი.
1. ჩამოწერეთ თქვენი სახელები - სამჯერ დაწერეთ თქვენი შეყვარებულის სახელი ქაღალდზე. შემდეგ მოაბრუნეთ ქაღალდი ოთხმოცდაათ გრადუსზე და სამჯერ გადააწერეთ თქვენი სახელი. დარწმუნდით, რომ თქვენი და თქვენი შეყვარებული სახელები ერთმანეთს ფარავს. ახლა, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რისი მიღწევაც გსურთ თქვენი სასიყვარულო შელოცვით. დაწერეთ თქვენი სურვილი თქვენი სახელების ირგვლივ.
2. მოათავსეთ ფურცელი ქილაში - როდესაც დაასრულებთ, მოათავსეთ ქაღალდი თაფლით სავსე ქილაში. შემდეგ ხმამაღლა თქვით: ”როგორი ტკბილიც ეს თაფლია, ისეთივე იქნება „ის“ ჩემთვის“. ამის შემდეგ, დალუქეთ ქილა.
3. აანთეთ სანთელი - დაბოლოს, აანთეთ სანთელი ქილის თავზე. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ ფერი, რომელიც შეესაბამება იმას, რისი მიღწევაც გსურთ. გამოიყენეთ წითელი ვნებიანი სიყვარულისთვის, ვარდისფერი რომანტიკული სიყვარულისთვის, ყავისფერი ბიზნეს მიზნებისთვის, ხოლო თეთრი ზოგადი მიზნებისათვის. მას შემდეგ რაც სანთელი ბოლომდე დაიწვება, შეინახეთ იგი საიდუმლო ადგილას.
მარტივი სასიყვარულო შელოცვა
სასიყვარულო შელოცვა არ უნდა იყოს რთული. ვიზუალიზაციას შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება - და თქვენ არ გჭირდებათ რაიმე მასალა ამ მეთოდის გამოსაყენებლად. სავსე მთვარის დროს, წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანთან, ვისთანაც გსურთ შეხვედრა. გაიმეორეთ ეს რიტუალი თვეში ერთხელ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველი სავსე მთვარის დროს, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
სავსე მთვარის სიყვარულის რიტუალი
ჩამოწერეთ რას ელოდებით პარტნიორისგან. დარწმუნდით, რომ ძალიან კონკრეტული ხართ. შემდეგ ჩაატარეთ ცერემონია თქვენს სახლში სავსე მთვარის დროს - აანთეთ სანთლები, მოიმარაგეთ მინერალური ქვები, სასურველია წითელი ან ვარდისფერი და დაწვით ქაღალდი მთვარის შუქის ქვეშ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სანთლებით ლოცვა, ჯადო, სულებთან კავშირი - შეკითხვები ექსტრასენსთან
როგორ გავაბედნიეროთ 40 წელს გადაცილებული კაცი - 4 ჯადოსნური ხერხი
რა ღირს შელოცვა, რომლის დახმარებითაც ქმარი სხვასთან არ წავა
წყარო: trend.ge