Digest Logo

თუ დილით ადრე ადგომა თქვენთვის ტანჯვასთანაა დაკავშირებული მაშინ, ეს სტატია უნდა წაიკითხოთ

1634712447
ძილი და ნებივრი

დილით ადრე ადგომა ადამიანთა უმეტესობისთვის ტანჯვასთანაა დაკავშირებული. გესმით მაღვიძარას ხმა, მაგრამ რთავთ მას და ცდილობთ, რომ საწოლში ნებივრობა 5 წუთით მაინც გაიხანგრძლივოთ.

შემდეგ იღებთ ტელეფონს, ამოწმებთ მეილებსა და „ფეისბუკის“ შეტყობინებებს, ამინდის პროგნოზს და ნახევრად ისევ გძინავთ. ასე გადის ათი წუთი, შემდეგ კიდევ ხუთი და თქვენ არ გძინავთ, მაგრამ არც ფხიზლად ხართ.

ბლოგერი ჯონ ზარაცკი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ შეძლო გამოემუშავებინა, რომ დილით ადრე ადგომა არ გასჭირვებოდა და თან ამით სიამოვნება მიეღო.

„ეს არ მომხდარა ბუნებრივად, მე ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან, რომ ეს შემძლებდა. მაგრამ ახლა გაოგნებული ვარ იმ პოტენციალით, რასაც დილით ადრე ადგომა მაძლევს. შემიძლია ვიყო პროდუქტიული და მთელი დღე ასე გრძელდება. დილით ადრე ადგომამ ასევე მომცა უფრო მეტი დრო ჩემი ცოლისთვის. მიშელი მუშაობს კომპანიაში, სადაც სამუშაო ძალიან ადრე იწყება და მე მეზიზღებოდა მისი განსხვავებული გრაფიკი“, - წერს ბლოგერი.

ის გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს ჩვენ, დანარჩენებმა.

ყავა, მსუბუქი კვება და რაიმე საქმე:

ჯონი წერს, რომ ეს წარმატებული დილისთვის საჭირო ინგრედიენტებია. მისი აზრით, ყავის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია დილით მისი მომზადებით მიღებული სიამოვნება, ვიდრე მისი მირთმევა. ყავის მომზადებას ის 15 წუთს ანდომებს.

ნუ დაელოდებით მზის ამოსვლას. უმჯობესია, ადგეთ და სახლში სინათლე აანთონთ, შემდეგ კი, უბრალოდ დატკბეთ მზის ამოსვლის ცქერით. ვარჯიში დილის აუცილებელი აქტივობაა. ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც ჭურჭლის დარეცხვა, მაისურების გაუთოება, ენერგიას შეგმატებთ“, - წერს ბლოგერი და გვირჩევს მსუბუქად ვისაუზმოთ.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ძილის ხანგრძლივობა. ადამიანს 8 საათი მაინც უნდა ეძინოს დღე-ღამეში.

ჯონი მართალია დილით 5:45 წუთზე დგება, სამაგიეროდ საღამოს 9:45 წუთზე იძინებს.

თუ ღამით გვიან დაიძინებთ და დილით ადრე ადგებით, ეს წარმოუდგენლად გამოფიტავს თქვენს ორგანიზმს.

ყურადღება მიაქციეთ, რა გავლენას ახდენს საკვები და სასმელი თქვენს ძილზე. არსებობს უამრავი მტკიცებულება რომ ალკოჰოლი არ აუმჯობესებს მშვიდი ძილის ხარისხს. ჩვენ გვიყვარს შავი შოკოლადის მირთმევა ვახშმის შემდეგ, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს კოფეინს, დიდი ალბათობით, დაძინებაში ხელს შეგვიშლის.

ბლოგერი წერს, რომ დილით ადრე ადგომა ადამიანს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს და ენერგიით ავსებს.

„ისიამოვნეთ დილით, იყავით ენერგიულები, მუდამ ტონუსში და საუკეთესო განწყობაზე“, - გვირჩევს ბლოგერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია

🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🔵„ასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“... - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ

🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი

წყარო: trend.ge