Digest Logo

თუ ომიკრონი გაქვთ: 3 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ ნაყინი!

1642690515
ნაყინი

კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით დაავადებულთა რიცხვები სწრაფად იზრდება... იმაზე სწრაფად, ვიდრე ვინმე იფიქრებდა. საბედნიეროდ, ვაქცინირებულთათვის ამ ვარიანტის სიმპტომები შედარებით მსუბუქია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ომიკრონს, წინა ვარიანტებისგან განსხვავებით, ახასიათებს „უფრო მსუბუქი სიმპტომები“. თუმცა ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელსაც ომიკრონს ახასიათებს, ყელის ძლიერი ტკივილია.

ექიმი რობერტ გ. ლაჰიტა, სენტ-ჯოზეფის ჯანმრთელობის ავტოიმუნური და რევმატული დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ „ომიკრონის დროს, სითხეების მიღებაც კი მტკივნეულია“. ყელის უკიდურესი ტკივილი, ბუნებრივია, უკავშირდება რბილი საკვებისა და სითხის მიღების სურვილს. გარდა ბულიონებისა და ცილოვანი კოქტეილებს, ექიმი ლაჰიტა ამბობს, რომ მენიუში ნაყინის დამატებაც შეგიძლიათ.

„თუ არ გაქვთ დიაბეტი, თამამად მიირთვით ნაყინი“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არატრადიციულად ჟღერდეს, ეს რეკომენდაცია კონკრეტულ მიზეზებს ემყარება:

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანახმად, ნაყინი თქვენს ორგანიზმს აწვდის პროტეინის კარგ რაოდენობას. თუ თქვენ მიირთმევთ ერთი ჭიქა ვანილის, შოკოლადის ან მარწყვის ნაყინს, მიიღებთ 4-დან 5 გრამამდე პროტეინს და დაახლოებით 28-დან 32 გრამ შაქარს.

შაქრის შემცველი პროდუქტის რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაკავშირებულია ომიკრონის არაჯანსაღ გვერდით ეფექტთან - წონის მკვეთრი კლება. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მადის გახანგრძლივებული ნაკლებობით.

„ამიტომ, თუ შეგიძლიათ ჩვეულებრივი საკვების მიღება, ეს ძალიან კარგია. სხვა შემთხვევაში, მიიღეთ ნაყინი“.

მიუხედავად იმისა, რომ ნაყინი არაჯანსაღი საკვებია, ის დაგეხმარებათ ომიკრონთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში:

1. ნაყინი მდიდარია შაქრისა და ცხიმის შემცველობით, რაც ხელს შეუწყობს წონის შენარჩუნებას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ამ პრობლემას უჩივიან;

2. სხვა დესერტისგან განსხვავებით, ნაყინი მდიდარია პროტეინით. რაც ჯანსაღი კვების აუცილებელი კომპონენტია;

3. ნაყინის გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. სასიამოვნოდ ედება გაღიზიანებულ ყელს და ამასთან, გეხმარება თავი კარგად იგრძნო მაშინ, როდესაც არც ისე კარგად ხარ...

ნაყინი არ გიყვართ? აირჩიეთ იოგურტი!

ხოლო თუ ტკბილი და ცივი ნაყინი თქვენი ფავორიტი საკვები არ არის, მაშინ საჭირო ცხიმისა და პროტეინის მისაღებად, აირჩიეთ იოგურტი. ამასთან, ექიმი ლაჰიტა ამბობს:

„იოგურტი ძალიან კარგი არჩევანია, რადგან ის მდიდარია პრობიოტიკები და უზრუნველყოფის ნაწლავის ჯანმრთელ ფუნქციონირებას“.

და თუკი ყელი არც ისე ძალიან გაწუხებთ, დაუმატეთ ბანანის ნაჭრები თქვენს იოგურტს! თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ბანანი ნაყინსაც ძალიან უხდება, არა?

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

🔵Dდიმერი, ცე რეაქტიული, კოაგულოგრამა - არის თუ არა საჭირო კოვიდის დროს ამ ანალიზების გაკეთება?

🔵„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

🔵„აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის“ - 14 რჩევა ექიმებისგან

წყარო: trend.ge