„გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო, თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო“- ეს ლექსი, „მეთევზე ბიჭის ბალადა“ ზურაბ გორგილაძეს ეკუთვნის, მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე კი მას შეუდარებლად კითხულობს.
ბექნუს მიერ წაკითხულ ლექსებს სოცქსელში ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. მისი ხმა, ტემბრი, მიმიკები ნებისმიერი ქალის გულს დაადნობს.
ბექნუ მსახიობ ზურა ქაფიანიძის შვილია და თავადაც მსახიობია.
დღეს მის სიყვარულის ამბავს მოგიყვებით, რომელიც მისტიკურ ადგილას - რაჭაში დაიწყო.
ბექნუს სიყვარული ნათია ჭიაურელია, ისიც რაჭველი - სოფელ ნაკიეთიდან...
ნათია: დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ერთი სოფელი გვაქვს ნაკიეთში და მე და ბექნუ ვმეგობრობდით ბავშვობიდან. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით.... 18 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ყველაფერი მეგობრობით დაიწყო.
ბექნუ: ზურას 80 წლის იუბილე იყო. უნივერსიტეტში საიუბილეო საღამო ჩატარდა. უცებ კარი გაიღო და დიდი პოზიტივით შემოვიდა, იმხელა რაღაც შემოიტანა ენერგეტიკა, რომ რამდენიმე ადამიანმა ადგილიც კი დაუთმო. მანდ ვნახე და იმის მერე მივხვდი რომ ის ის იყო.
ნათია: ამ საღამოზე დავაგვიანე და ყველამ მოიხედა და ადგილი დამითმო. მერე ბექნუმ დამიძახა მოდიო და მივედი. ზურას იუბილეზე ყოველთვის არის სუფრა, მაგრამ იმ საღამოს ბექნუ ამ დღეობას გამოაკლდა და ჩემთან ერთად წამოვიდა. იმწუთას ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მერე ვფიქრობდი რატომ მოიქცა ასე.
აქედან დაიწყო ყველაფერი, „ქალაქობანას“ ვთამაშობდით და დაიწყო ამბავიც... თან გაზაფხული იყო და ის საღამო ჯადოსნური იყოს.
ბექნუს არ უყვარს საჯაროობა, ყოველ დღე სიყვარულს მიხსნიდა. ერთი დღე არ ყოფილა სიყვარული რომ აეხსნა...
ბექნუ: შემიძლია სითბოს გაცემა, ყველაფერი ჩანს ჩემგან, ხვდება ადამიანი რა მინდა მისგან. რომანტიკული ვარ, მაგრამ არა ზედმეტად.
ნათია: თბილი და მოსიყვარულეა, საოცარი მამაა. მე მასზე რომანტიკოსი ვარ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა