Digest Logo

„არც განათლება მიუღია, არც პროფესია ჰქონდა... მის გაუპატიურებასა და მკვლელობაში მაზლიც მონაწილეობდა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

1625083657
პოლიცია

2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ქალი გამოესალმა სიცოცხლეს - ის საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ქალი შიშველი ეკიდა თოკზე. პროკურორმა საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვა. გარდაცვალების შესახებ ზუსტი გარემოებები უცნობია. 

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

ეკას ცხედარზე სხეულზე დაზიანებები აღმოუჩინეს, რის გამოც ეჭვი გაჩნდა, რომ ქალი ჯერ მოკლეს და მერე ჩამოკიდეს.

როგორც მეზობლები ამბობენ, ის თავს არ მოიკლავდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები, ცემის შემთხვევები, პოლიციის გამოძახებაც.

„არ მოიკლავდა თავს, არ ჰგავდა თვითმკვლელობის ჩამდენ ადამიანს, ბავშვური და კეთილი გოგონა იყო. შიშველი იყო, როცა ნახეს, სხეულზე იარები ჰქონდა - ვინ იკლავს თავს ასე“, - ამბობს მეორე მეზობელი.

ეკას დაკრძალვის დღეს, მისი მეუღლის, რამინ გურასპიშვილის ძმამ თავის მოკვლა სცადა...

თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, სოფელში მითქმა- მოთქმა დაიწყო, რომ ეკას გაუპატიურებასა და მკვლელობაში გარკვეულწილად მაზლიც იყო დაკავშირებული.

ეკას ოჯახში ხშირად ხდებოდა ძალადობის ფაქტები - ცემა, ჩხუბი, პოლიციის გამოძახება, ერთხელ ოჯახური ძალადობის მუხლით საქმის აღძვრამდეც მივიდა საქმე, მაგრამ სიტუაცია არ იცვლებოდა. ეკასთვის დღეები სულ ერთნაირად გადიოდა: ჭრილობებში, ხელების შეხვევასა და სევდაში.

„ეს ოჯახი ძალადობითაა სავსე, განსაკუთრებით დედამთილი. დედამთილმა დაუნგრია ცხოვრება, მაგრამ ახლა ვერავის დავადანაშაულებ...“, - ამბობდა გურჯაანის ადამიანის უფლებათა ცენტრის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

ეკას არც განათლება მიუღია, არც პროფესია ჰქონდა. მისი სამუშაო დღე რიჟრაჟზე - 4 საათზე იწყებოდა.

შუადღემდე მუშაობდა ვენახში პირველ ბრიგადასთან ერთად, რომელიც 1-2 საათზე იცვლება. ამის შემდეგ ეკა მეორე ჯგუფშიც რჩებოდა და 8 საათამდე მუშაობდა. სურდა ოდნავ მეტი ფული გამოემუშავებინა. ჯამში 40 ლარს იღებდა.

ეკას სტრესსა და მძიმე შრომას დედამთილი სულ სხვა პერსპექტივით უყურებდა. ეჭვიანობა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც სახლში კონფლიქტები და გაუგებრობები დაიწყო. დედამთილი, რომელსაც არ მოსწონდა ეკას სამუშაო განრიგი და შრომა, უყვიროდა და სცემდა მას.

„იყო შემთხვევები, როცა დედამთილი სამუშაო ადგილზეც მივარდნია, თავს დასხმია, ყველას წინაშე თმით გამოუთრევია, უყვირია და შეურაცხყოფა მიუყენებია, ვითომდა ეკა ქმარს ღალატობდა და მთელ დღეებს საყვარლებში ატარებდა“, - ამბობდა ეკა ვარსიმაშვილი, მასწავლებელი, რომელიც გურასპიშვილის სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სკოლაში მუშაობდა.

სოფელში ამბობდნენ, რომ ეკას პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები ქმართანაც ჰქონდა. თუმცა, მეუღლე ამას უარყოფდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

58 წლის ქალი ჯერ გაქურდეს, შემდეგ გააუპატიურეს, მოკლეს და გვამი დიდ გუბეში ჩააგდეს - გაუხმაურებელი ამბავი

„ჩემ ცოლს ყელი გამოვჭერი, წამოდით, ნახეთ! თითები ძვლებამდე ჩაჭრილი ჰქონდა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო - გაუხმაურებელი ამბავი