ჟურნალისტი, ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წლების წინ სამეგრელოში მომხდარ, შემზარავ ტრაგედიას იხსენებს.
„წალენჯიხელ, სერგო კვარცხელიას, 63 წელი შეუსრულდებოდა...
ის სასტიკად აწამეს - ყბა ბარით ჩამოათალეს, კიდურები დაუმტვრიეს და სიკვდილის პირას მყოფი დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს. ეს საზარელი ამბავი ორი ათეული წლის წინ მოხდა.
ყველაფერი ასე დაიწყო:
1998 წლის 3 მარტს, წალენჯიხაში ხმა გავრცელდა, საფლავი გაძარცვესო.
ჭირისუფლებმა ეჭვი ბარ-ნიჩბის პატრონზე - 40 წლის სერგო კვარაცხელიაზე მიიტანეს, რომელიც თავს საფლავების მოპირკეთებით ირჩენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, განსვენებულს ჯიბეში აღარც 100 დოლარი ედო და არც - ნარკოტიკი, თუმცა „კრიმანულმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, კვალი დაეფარა, ანუ მიცვალებულის გაქურდვა მას რომ არ დაბრალებოდა, იერიში მესაფლავეზე მიიტანა.
მიცვალებულს ოქროს ცეპი და ბეჭედი ეკეთა. აკლდა მხოლოდ ნარკოტიკი და ცალი ფეხსაცმელი. კრიმინალური ბანდა სერგო კვარცხელიას სახლში სწორედ, რომ ამ ცალ ფეხსაცმელს ეძებდა. პოლიციამ ცალი ფეხსაცმელი სერგოს სახლში იპოვა, რომელიც ბანდის წევრებმა პოლიციის მისვალმდე დადეს.
მიცვალებულის ახლობლებმა და ე.წ ძველმა ბიჭებმა სერგო კვარცხელიას ყბა ბარით ჩამოათალეს , ალაგ-ალაგ სხეული დაუწვეს, თვალი ამოთხარეს, ყური მოაჭრეს, ნემსით გულ-მკერდი დაუსერეს, კიდურები დუმტვრიეს. სანამ, დასახიჩრებულ შვილს დედას მიუყვანდნენ, სერგო კვარცხელია ბრბომ საავადმყოფოდან გაიტაცა.
როგორც ადგილობრივი მედპერსონალი იხსენებს, კვარცხელიას ფეხებში მოკიდეს ხელი და მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე ათრიეს.
ვერავინ შეძლო ხმის ამოღება. ყოველ სართულზე აჩერებდნენ და თავზე წიხლს ურტყამდნენ. მთელი ოთხი სართული სერგო კვარაცხელიას სისხლით იყო მოსვრილი.
ერთ-ერთმა სახეზეც მოაშარდა. ქალები, სერგოს დასერილ სხეულს, სათესლე ჯირკვლებს გახურებული შანთებით წვავდნენ.
რკინის ურიკას ცეცხლი წააუკიდეს, გაავარვარეს და ზედ დასვეს. კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა სერგო კვარცხელიას დანით 29 ჭრილობა მიაყენა და ე.წ „შპრიცი“ გულის არეშე ჩაარტყა და სერგო კვარცხელია გარდაიცვალა.
გაგონილმა შეძრა წალენჯიხა. კვარაცხელიას შველა ვერავინ შეძლო, ვერც მაშინდელმა - მერმა და ვერც - პოლიციამ.
ბოლოს, სერგო უდანაშაულო აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის (ვისი საფლავიც გაიძარცვა) დედა და ძმა ციხეში გამოამწყვდია.
იმ პერიოდში წალენჯიხის გამგებელი, დავით ქანთარია იყო, ხოლო პოლიციის უფროსი სინარ ჯოჯუა.
მაშინდელმა პოლიციამ და ხელისუფლებამ სერგოს ოჯახს ჭორი გაუვრცელა, თითქოს ოჯახმა საქმის დახურვის მიზნით დიდი ფული აიღოო...
ხსენება და მოგონება სერგო კვარცხელიას. დღეს სერგოს 63 წელი შეუსრულდებოდა“, - წერს ჟურნალისტი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ქმარზე 9-ჯერ დაქორწინებული და ტაილანდში გადახდილი ქორწილი - მარიამ კუკუნაშვილის უცნობი ამბები
სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები