ალბათ ყველას გყავთ სოციალურ ქსელში ისეთი მეგობრები, რომლებიც გამუდმებით პოსტავენ ურთიერთობის შესახებ დეტალებს. ვფიქრობთ, რომ მშვენიერია, როდესაც ორი ადამიანი, სოციალური ქსელის საშუალებით აზიარებენ სიყვარულს. ფოტო და ვიდეო დოკუმენტირება ხელს უწყობს ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტების შენახვასა და გახსენებას. ჩვენ ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ წყვილებზე, რომლებიც დილიდან დაღამებამდე, ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში პოსტავენ, პოსტავენ და პოსტავენ...
თუ კარგად დააკვირდებით, სოციალურ ქსელებში, მხოლოდ 3 ტიპის ურთიერთობა გხვდებათ თვალში. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. „ცუდი“ ტიპები
ეს არის კრიტიკული წყვილი, რომელიც ერთმანეთის „შესარცხვენად“ პოსტავენ. მათი მიზანი, კონკრეტული უსიამოვნო ეპიზოდის დამალვა და მხიარულ ისტორიად გადაქცევაა. ხშირად, ამ პოსტებს მიღმა, მწარე რეალობა იმალება.
გსურთ იცოდეთ რას აკეთებს სტაბილური, ბედნიერი წყვილი? ისინი ამ საკითხს პირადად განიხილავენ.
2. „შემოგვხედე“ ტიპები
ისინი ტვირთავენ ნებისმიერი აქტივობის ფოტოებს. მაგალითად: საუზმე, სადილი, ვახშამი, ქუჩაში სეირნობა, წიგნის კითხვა, ჩაის დალევა, პარკში გასეირნება, მეგობრების ნახვა.... მათ ანგარიშზე, ყოველდღიურად 3-5 პოსტია.
რის დამტკიცებას ცდილობენ ეს ადამიანები? ვწუხვართ, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ წყვილები, რომლებიც ამას აკეთებენ, აგზავნიან ქვეცნობიერ შეტყობინებას - ჩვენ ვართ დაუცველი წყვილი, რომელიც არ არის მზად ურთიერთობისათვის.
სტაბილურ წყვილებს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ. მათი რომანტიკული კავშირი, მეგობრებისგან მიღებული „მოწონებების“ რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული
3. ყალბი ტიპები
„შემოგვხედეთ“ ტიპებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები საერთოდ არ არიან შეყვარებულები. მაგრამ, ეს არის წყვილი, რომელთაც სურთ სხვების ეჭვიანობა მიზანმიმართულად დადგმული სურათების გადაღებით. თუმცა, მათ არ იციან, რომ ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ, როდისაა წყვილი ნამდვილად ბედნიერი და როდის არა.
სიმართლე კი ერთია: ბედნიერი წყვილები არ დგამენ შოუს სოციალურ მედიაში. უფრო მეტიც, ძლიერი და ჯანმრთელი წყვილები საერთოდ არ ატარებენ დიდ დროს ფეისბუკზე. ისინი ერთმანეთის გვერდით, საზოგადოების თვალისგან მოშორებით ტკბებიან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵7 საბედისწერო თარიღი, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრამდე, თქვენს ცხოვრებას შეცვლის
🔵Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
🔵„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი ნამოხვანჰესის პროექტის შეწყვეტაზე
წყარო: trend.ge