პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ მადლობას გიხდით, – ამის შესახებ კომპანიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.
ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.
ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე, რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.
ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავლის ადამიანი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵7 საბედისწერო თარიღი, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრამდე, თქვენს ცხოვრებას შეცვლის
🔵მზე სასწორის ზოდიაქოში გადადის - ვინ იქნება შემდეგი თვის 3 ფავორიტი ნიშანი