1966 წელს ინგლისის ციხეში თითქმის დაუჯერებელი ამბავი მოხდა. ციხიდან გაიქცა კაცი, რომელსაც 42 წელი ჰქონდა მისჯილი.
ეს ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი, ჯორჯ ბლეიკი გახლდათ. მან ინგლისიდან გერმანიაში ჩასვლა შეძლო, რის შემდეგაც ის სსრკ-ს მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა.
ჯორჯ ბლეიკი 1922 წელს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაიბადა. მას ებრული გვარი ჰქონდა, რის გამოც, 1940 წელს, როცა გერმანიამ ჰოლანდიის ოკუპაცია მოახდინა, სამშობლოში აღარ დაედგომებოდა და ფლოტის რიგებში ჩაიწერა.
ომის შემდეგ, ბლეიკმა დიდი ბრიტანეთის მზვერავი კარიერა დაიწყო, თავდაპირველად გერმანელ ოფიცრებსა და ტყვეებს კითხავდა. ცივი ომის დაწყების შემდეგ საქმიანობა შეიცვალა. ის კორეაში გააგზავეს, სადაც ახალი ომი იწყებოდა. ოფიციალურად ბლეიკი ბრიტანეთის ვიცე-კონსული იყო, თუმცა სინამდვილეში ბლეიკი კორეაში კომუნისტების საქმიანობაზე აგროვებდა ინფორმაციას. 1950 წელს კორეის ომი დაიწყო და მას შემდეგ რაც ბრიტანელებმა მხარი სამხრეთ კორეას დაუჭირეს, ჩრდილოკერელებმა ბრიტანეთის დიპლომატიური მისია დააკავეს. ამგვარად, ვიცე-კონსული ბლეიკი და კონსული ვივიენ ჰოლტი კორეაში ტყვედ ჩავარდნენ. ბრიტანელებმა მათ ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
კორეელები ამას საბჭოთა მოკავშირეებსაც უმალავდნენ. ტყვეობაში ჰოლტი ძლიერ ავად გახდა, მაგრამ ბლეიკმა ის გადაარჩინა და მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.
დაახლოებით 3 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩარევის შემდეგ ბრიტანელები გაათავისუფლეს. ბრიტანეთში მას გმირივით დახვდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ის უკვე საბჭოთა კავშირისთვის მუშაობდა....
ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, ბლეიკი ბერლინში გააგზავნეს, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ს აგენტების რეკრუტირება ევალებოდა.
ამ დროის განმავლობაში ის საბჭოთა კავშირის რეგულარულად აწოდებდა КГБ-ს საიდუმლო ინფორმაციას.
ბლეიკისგან გაიგო საბჭოთა დაზვერვამ ბერლინის მიწისქვეშ საიდუმლო 450-მეტრიანი გვირაბის გათხრის შესახებ, რომელსაც მოკავშირეები აკეთებდნენ, ყველა საბჭოთა მოლაპარაკება ჩაეწერათ.
ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ძალიან დიდი თანხა დახარჯეს ამ გვირაბის აშენებაზე, თუმცა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და საბჭოთა კავშირი მზვერავებს სპეციალურად აწოდებდა დეზინფორმაციას.
1961 წელს პოლონელმა მიხაილ გოლენევსკიმ, რომელიც თანამშრომლობდა პოლონურ სპეცსამსახურთან და КГБ-სთან და საკუთარ თავს ალექსეი რომანოვის შთამომავლად ასახელებდა, რომელიც დახვრეტას გადაურჩა, ამერიკულ CIA-ს ევროპაში საბჭოთა ქსელზე მიაწოდა ინფორმაცია.
ამერიკელებმა ინფორმაცია გადასცეს ბრიტანელებს, რომლებმაც დააპატიმრეს გადაბირებული ჯაშუშები... მათ შორის ბლეიკიც.
ბლეიკი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა იდეები საკუთარი ნებით გაიზიარა და ის სულაც არ ჰგავდა, იმ დროს პოპულარული რომანის „მანჯურიელიკანდიდატის“ პერსონაჟს, რომელზეც კომუნისტი ზომბები ფსიქოლოგიურად ძალადობენ. მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი იყო ამერიკული თვითმფრინავების მიერ კორეის დაბომბვა, რომელიც მან თვითონვე გადაიტანა. თანდათანობით, ის უფრო დიდი სიმპათიის ივსებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ და მოგვიანებით თვითონვე მოითხოვა საბჭოთა სპეცსამსახურებთან შეხვედრა, რომელზეც შეჰპირდა თანამშრომლობას.
ბლეიკს 42 წლით თავისლების აღკვეთა მიუსაჯეს – იმ პერიოდისთვის სამუდამო პატიმრობის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ვადა.
ბლეიკმა ციხეში 5 წელი გაატარა. თანასაკნელები მას კარგად ეპყრობოდნენ და ამბობდნენ, რომ უსამართლოდ მოექცნენ. განსაკუთრებით ბლეიკი დაუახლოვდა სამ პირს: შონ ბურკს, მაიკლ რენდლისდა პატრიკ პოტლს.
ბურკიუმნიშვნელო „განგსტერი“ იყო, რომელიც ციხეში ჟურნალ „ახალ ჰორიზონტს“ გამოსცემდა. ბლეიკი ამ ჟურნალისთვის სტატიებს წერდა.
პოტლიდა რენდლი პაციფისტები იყვნენ, რომლებსაც ბირთვული იარაღის წინააღდეგ გამოდიოდნენ. მათ მოკლევადიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და გადაწყვიტეს, რომ ბლეიკს დახმარებოდნენ.
ყველაზე ახლო და უსაფრთხო ადგილი იმ პერიოდისთვის აღმოსავლეთ გერმანია იყო.
იმისათვის, რომ იქ მომხდარიყავი, შეუმჩნევლად უნდა გადაგეცურალა-მანში და შემდეგ თითქმის ნახევარი ევროპა. თვითმფრინავები, მატარებლები, გემები – რა თქმა უნდა გამოირიცხა.
გაქცევის მთავარი ინსპირატორი ბურკი იყო, თუმცა მას ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, ისევე როგორც მის თანასაკნელებს. პატიმრება მოახერხეს რეჟისო
1990 წელს კი ცნობილმა ჯაშუშმა გამოსცა წიგნი: „სხვა არჩევანი არ მქონდა“, სადაც წერდა, რომ კვლავ რჩება ურყევ კომუნისტად.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი საბჭოთა ჯაშუში და ორმაგი აგენტი ჯორჯ ბლეიკი 98 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.
გამოცემის ცნობით, ჯორჯ ბლეიკი რუსეთში გიორგი ბეხტერის სახელით ცხოვრობდა და საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლად მუშაობდა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წმინდანი საბჭოთა საქართველოდან - დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა