Digest Logo

ბულინგის გამო სუიციდამდე მისვლა, მწერალთა კავშირში ჩაწყობით მოხვედრა და კრახით დასრულებული პირველი სიყვარული - გიორგი მასხულიას სკანდალები

1645450820
გიორგი მასხულია

გიორგი მასხულიამ ქართულ მოდას 13 წლის ასაკიდან დაუკავშირა ცხოვრება. მოდელობით დაიწყო, მერე კი საკუთარი სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდი“ დააარსა, რასაც კონკურსი „მის და მისტერ გოლდენ ბრენდი“ მოჰყვა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

მისი ინტერესები მრავალმხრივია. თავის ასაკში უკვე მოასწრო და მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 

ინტერვიუს ნაწყვეტი ჟურნალ სარკესთან:

– ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ დედამ, ჟურნალისტმა ლანდა მასხულიამ, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გზა გაგეკვლიათ და წარმატებისთვის მიგეღწიათ. რას გასწავლიდათ დედა, რას გირჩევდათ, როგორ გზრდიდათ?

– დედა ჩემი ხერხემალია, განსაკუთრებული ადამიანი. ჩვენ არამარტო დედა-შვილი ვართ, არამედ მეგობრებიც. მას შეუძლია ყველანაირად გვერდში დაგიდგეს. დედა მწერალთა კავშირის წევრია, 10 წიგნის ავტორი, ასევე – ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. ის ყოველთვის კარგ წრეში ტრიალებდა. მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, პოლიტიკოსებთან ჰქონდა ურთიერთობა და მეც ამ წრეში გავიზარდე. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი დედის დამსახურებაა.

– არასოდეს არაფერს ამბობთ მამაზე. რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– დედა და მამა უკვე 20 წელია, რაც გაშორებულები არიან და იმდენი დრო არ მაქვს მამასთან გატარებული, რომ მასზე რამე მოვყვე. მასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მამასთან ისეთი ვერ ვიქნები, როგორიც დედასთან ვარ.

– ამიტომ ხართ დედის გვარზე?

– დედაჩემს პატარა ძმა ჰყავს გარდაცვლილი და ბაბუას თხოვნა იყო, მისი გვარი მქონოდა.

– გახსოვთ, პირველად როდის შეგიყვარდათ?

– 16 წლის ასაკში. ჩემგან წავიდა, მაგრამ დღემდე ნანობს. მას პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ ცოტა რთული და ახლა ნანობს.

დაპირისპირება „ვარსკვლავებთან“

2 წლის წინ მასხულია მსახიობ ია ფარულავას, ცნობილ ტელე სახეს გიორგი ნაზღაიძესა და ტელეწამყვან ნინო ადამაშვილს დაუპირისპირდა.

ნინო ადამაშვილის კომენტარმა, რომ ვითომ მასხულია ნაშვილებია და ლანდა მასხულია მისი ბიოლოგიური დედა არაა, ანერვიულა დიზაინერის დედა, ამის გამო ლანდა კლინიკაში მოხვდა.

„არაფრით დავთმობ არაფერს ამის გამო ბოლო წერტილამდე ვიბრძოლებ რომ ნინო ადამაშვილი, გიორგი ნაზღაიძე, და ია ფარულავა სამართლებრივად დაისაჯონ.

დედაჩემის გამო ცოცხლად დავწვავ ნებისმიერს არ გავჩერდები სანამ სამართალს არ მივაღწევ, დავიღალე უკვე, მე ჩემით ვშრომობ და ვქმნი, რა გინდათ, რა შემჭამეთ, ვერ გავიგე.

პირდაპირ გეუბნები საჯაროდ - ია ფარულავა, ვერასოდეს იქნები ვერც მშობელი და ვერ გაიგებ დედის თქმას შენი შვილიდან და ნაზღაიძე დედაშენს უნდა გაეკეთებინა აბორტი შენს გამო.

პროკურატურა - გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდები სუიციდის მსხვერპლი გავხდე, რათა ჩემთვის უცნობი ინფორმაცია ნინო ადამაშვილმა გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში, ეს გამოიწვია სატელევიზიო გადაცემა „ფარულ კონვერტში“, რომლის წამყვანიც არის ია ფარულავა და მისი სტუმარი გადაცემაში იყო გიორგი ნაზღაიძე, სადაც აჩვენეს ჩემზე გაკეთებული პოსტი, რამაც გამოიწვია საზოგადოების მხრიდან ჩემზე ბულინგი.

ეს არის განძრახ, მიზანმიმართული, ზეწოლა ჩემს მიერ რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

გთხოვთ, სათანადო ზომები მიიღოთ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვხდები ია ფარულავას, გიორგი ნაზღაიძის, და ნინო ადამაშვილის მიზანმიმართული ჩემს მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო სუიციდის მსხვერპლი გავხდე“, - წერდა მასხულია.

მწერალთა კავშირში ჩაწყობით მოხვედრა

მასხულია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ დედამისმა „იჩალიჩა“ მწერალთა კავშირში მოსახვედრად.

კითხვაზე „ხართ თუ არა მწერალთა კავშირის საპატიო წევრი“ - მასხულიამ უპასუხა: არა.

კუჭის ოპერაცია

მასხულიამ ჭარბწონიანობის გამო კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ძალიან დაიკლო და სასურველ წონას დაუბრუნდა.

რობერტო მავანისა და მასხულიას „მარადიული ორთაბრძოლა“

გვარი მასხულია „რობერტო მავანის“ გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც წარმოუდგენელია გურამ არუთინაშვილი იასე კავკავაშვილის გარეშე.

ყოველ ზემოთ ხსენებულს „ფეშენ ვიკი“, „მისტერ ვალენტინი“ აერთიანებს. დიახ, მსგავს გრანდიოზულ პროექტებს მასხულია ხელმძღვანელობს, შოუს წამყვანები იასე და გურამი არიან, ხოლო გაშუქების საკითხს რობერტო მავანი საკუთარ თავზე იღებს.

რობერტო მსგავს წვეულებებზე ხშირად დადის და საზოგადოებას შიდა სამზარეულოს იუმორისტულ ჭრილში აცნობს.

ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი „ივენთი“ „მისტერ ვალენტინი 2022“.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მასხულიამ რობერტო მავანს დასწრების უფლება არ მისცა. მეტიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა.

ამის შემდეგ თითქოს მოვლენათა განვითარება ჩაწყნარდა, მაგრამ დღეს 21 თებერვალს მასხულიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ 3-მა პირმა სცემა. მისი ვარაუდით, ისინი რობერტოს მიგზავნილები არიან.

ამ ფაქტს თავის მხრივ მავანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან არაფერი აკავშირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა