Digest Logo

„ჩემი კლასელის მამამ დამიძახა, საჯდომზე წამითათუნა ხელები და ხმა ვერ ამოვიღე, ტუჩთან ახლოს მაკოცა და მაშინაც ვდუმდი... გავხდი 17 წლის და ეს ამბავი დედას ვუთხარი“

1638867734
ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები, ამჯერად ისტორიას 13 წლის გოგო ჰყვება 

„13 წლისა საკმაოდ საყვარელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, ხშირად მივდიოდი ჩემს კლასელთან სათამაშოდ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მამამისი კალთაში რომ მისვამდა და მეფერებოდა, მამაშვილური მოფერება იყო.

გავხდი 15 წლის. ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს („ქალაბიჭა“ გოგო ვიყავი). ჩემი კლასელის მამამ დამიძახა. მივედი და მეუბნება, როგორი ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ, რომ გიყურებ, სულ შენი მოფერება მინდებაო.

ხმა არ ამომიღია ჩუმად თავჩაღუნული ვუსმენდი.

- იცოდე, თუ ვინმეს ნუგეში დაგჭირდება ან საუბარი, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე და მე ისეთ რაღაცას გასწავლი, რაც ძალიან მოგეწონება და შემდეგ სულ მოგინდება მაგის გაკეთება...
მაკოცა (ლოყაზე) და გამიშვა.

მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა, საჯდომზე წამითათუნა ხელები და ხმა ვერ ამოვიღე, ტუჩთან ახლოს მაკოცა და მაშინაც ვდუმდი, ვერ ვიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება, ჩემს თავს მომხდარიყო.
გავხდი 17 წლის და ეს ამბავი დედას ვუთხარი.

დედამ დაიბარა ჩვენთან სახლში და დაემუქრა, რომ ცხოვრებას გაუმწარებდა. მეც ვუთხარი, რომ თუ ისევ შემეხებოდა ან შემომხედავდა მაინც, არ ვაცოცხლებდი.

ამის შემდეგ გავიდა წლები, გავხდი 24 წლის. ავტობუსში აღმოჩნდა ჩემთან ერთად. გვერდით მომიჯდა და ჩემი ქება დაიწყო. ხალხის გამო ხმას არ ვიღებდი, მისი ჩასვლის დროც მოვიდა და როცა საკოცნელად გამოიწია, ეგრევე სახეში ვლეწე და ხმამაღლა დავუყვირე:

- მე შენ ხომ გითხარი, აღარ გამეკარო, შე პედოფილო ნაბიჭვარო!
ხმა არ გაუცია, დახარა თავი და ჩავიდა“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯოჯოხეთი გავიარე, როცა საქართველოში ჩამოგასვენეს და მე ვტიროდი უცნობ დედას... გაუფრთხილდით დედებს. ხელი ჩასჭიდეთ, ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ“ - ემიგრანტის შვილის სულის შემძვრელი წერილი

🔵„ჩემი დაიკო 20 წლის გახდებოდა...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის დის ტრაგიკული ისტორია

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

🔵ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა

🔵„ტრუსში ხელს მიყოფდა, მოგწონსო ხო? - მეუბნებოდა... თამაშის დროს სულ ცდილობდა, რომ უკნიდან რაღაცნაირად შემხებოდა და ეფათურა ხელები“