სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი • პატარა ვარ“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ძალადობის მსხვერპლი გოგო 15 წლისაა.
როგორც ანონიმური წყარო წერს, მასზე ძმა პატარაობიდანვე ძალადობდა.
„გამარჯობა
დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ აქ დამეწერა ის, რაც დღემდე მახრჩობს და ძილის უფლებას არ მაძლევს…
მოკლედ, 15 წლის ვარ და ეს ყველაფერი დაახლოებით 8-9 წლიდან დაიწყო. თავიდან ვერ ვხვდებოდი, თუ რა ხდებოდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი ცუდი იყო. უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი და იმდენად ვენდობოდი საკუთარ ძმას, რომ ვიცოდი ცუდს არაფერს დამიშავებდა…
რაღაც უაზრო ვიდეოებს მაყურებინებდა და მეუბნებოდა, რომ იგივე უნდა გამეკეთებინა... ეს გრძელდებოდა რამდენიმე წელი, სანამ 15 წლის არ გავხდი და სანამ შეწინააღმდეგება არ დავიწყე...
მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ცდილობს, რომ შემეხოს არასასურველ ადგილებში...
ამასთან, კიდევ მყავს ადამიანი, რომელსაც მოვწონვარ და მომწონს და ახლო მომავალში ერთად ყოფნას ვაპირებთ... ის სულ მეუბნება, რომ თუ მე რამე არ მინდა, ან არ მომწონს, უნდა ვთქვა, რადგან არავის აქვს უფლება, რამე დამაძალოს.
უბრალოდ, იმის მიუხედავად, რომ მალე 16-ის ვხდები, ჯერ მაინც პატარა ვარ და გათხოვებასაც ვერ შევძლებ, ვერც ვერავის მოვუყვები...
და უბრალოდ არც ის მინდა, რომ სუიციდით დავასრულო ეს ყველაფერი... უბრალოდ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მკლავს, რადგან მგონია, რომ იმ ბიჭს, რომელიც მომწონს, ვღალატობ და ალბათ ჩემნაირს არც იმსახურებს…
დაშორებაც არ მინდა, რადგან ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და უბრალოდ რატომ უნდა ვატკინო გული ჩემი ნაბი*ვარი ძმის გამო, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, მიწასთან გამასწორა და გამანადგურა...
უბრალოდ მართლა არ ვიცი, რატომ ვწერ ან რას ვითხოვ თქვენგან, მაგრამ აქ დაწერის შემდეგ რაღაცნაირად მომეშვა და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის...“- წერს ანონიმური წყარო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ზესტაფონის პარკში 19 წლის გოგო ქმარმა 5 გასროლით მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი
27 წლის მეუღლეს მუცელში დანა 15–ჯერ ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი