Digest Logo

ქართველი სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა

1614759638
ჩვილი და დედა

ჩინეთიდან საქართველოში ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. წყვილს, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა. გადაწყვიტეს, სუროგატი დედა საქართველოში მოეძებნათ და სუროგაციის ერთ-ერთი ცენტრის დახმარებით, პატარა ბიჭის მშობლები გახდნენ.

 

სანამ პატარა ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ცოლ-ქმარმა იკამათა. დედა ჩინეთში დაბრუნდა და არდაბადებულ ჩვილზე უარი თქვა…

საქართველოში დარჩენილი მამა, ნანატრ შვილს მარტო ელოდა.

პატარა ჯანმრთელი დაიბადა და ძიძას მიუყვანეს აღსაზრდელად.

„ჩინეთში სუროგაცია ძვირია და მკაცრად რეგულირებული. ამიტომ, ახალგაზრდა წყვილი სუროგატ დედას სხვა ქვეყანაში ეძებდა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფეხმძიმე სუროგატ ქალზე ცოლ-ქმარი განსაკუთრებულად ზრუნავდა.

მერე კონფლიქტი მოხდა მათ შორის და დედა წავიდა. ამ ამბიდან ორ თვეში ეს პატარაც მოევლინა ქვეყანას. ჯანმრთელი და უვნებელი.

მის მომავალზე რომ დავფიქრდები ხოლმე ძალიან ვღელავ, მეცოდება. ჯერ ძლივს მოევლინა ამ ქვეყანას და მერე, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი დედამ უარყო.

საბედნიეროდ, მამა ძალიან კარგად ზრუნავს, არაფერს აკლებს.

მას ძიძა აუყვანეს და ის ზრდის, ცივ ნიავს არ აკარებენ.

იმის გამო, რომ მის შვილს არაფერი გაუჭირდეს, ორი ქალი უვლის.

როცა ბავშვი დაიბადა, მამამისი სამშობიაროდან ქუჩაში გავიდა და ორ უბანში რამდენი მოწყალების მთხოვნელი ბავშვი და მოხუციც ნახა, ყველას მატერიალურად დაეხმარა.

მითხრა, უფლის მადლიერი ვარ ჩემთვის შვილის ჩუქების გამო და კვირაში ერთ დღეს, ყველას დავეხმარები, ვინც შემხვდებაო…“- იხსენებდა მედიატორი, რომელმაც სუროგატი დედა შეარჩია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ - ამბები სტალინის პიროვნების უკეთ გასაცნობად

სცენის მუშა, რუსეთში ცხოვრება და „ხარისხის არხის“ წამყვანობა - ედიშერ-დავით გიორგობიანის უცნობი ამბები

შურიანი ძმა, ფეხსაცმლის გამყიდველობა, საქმროს მეგობართან ღალატი - ჯულია რობერტსის უცნობი ამბები