„ლამაზი ქალი“, ჰოლივუდი, კონკიას ახდენილი ზღაპარი და სილამაზის ეტალონად ქცევა - ამ ბლოგში ჯულია რობერტსის შესახებ გიამბობთ.
იცოდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უმშვენიერეს მანდილოსანსაც კი ატკინეს გული და დეპრესიაში იყო? ან ის თუ იცოდით, რიჩარდ გირმა გული რომ მოუკლა?
მოკლედ, დღეს ჯულიას უცნობ ამბებს გიამბობთ, რაზეც მასახიობი უცხოურ მედიასთან თავადვე საუბრობდა.
ბიორგრაფია
ჯულია 1967 წლის 28 ოქტომბერს ჯორჯიის შტატში დაიბადა. ბავშვობაში ვეტერინარობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკს მიაშურა და სხვადასხვა სამსახიობო კურსზე ჩაეწერა, თუმცა, ვერცერთის დამთავრება მოახერხა. სამოდელო სააგენტოებშიც არავინ აქცევდა ყურადღებას, ამიტომ სწავლასა და სინჯებს შორის დროის მონაკვეთებში სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა.
უფროსმა ძმამ, ერიკმა, რომელიც უკვე რამდენიმე ბოევიკში იყო გადაღებული, მორიგ ფილმში დაიკო ეპიზოდურ როლში გადასაღებად მიიყვანა... იმხანად ჯულიას რომანი ჰქონდა ლიამ ნისონთან (ჯედაი კვაიგონგი "ვარსკვლავური ომებიდან").
რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ ჯულია "ფოლადის მაგნოლიებში" გადაიღეს, რისთვისაც "ოქროს გლობუსი" მიიღო და თავისი პარტნიორის, დილან მაკდერმოტის საცოლეც გახდა, თუმცა, 1990 წელს მასაც დაშორდა.
იმავე წელს ჰარი მარშალმა პროდიუსერები დაარწმუნა, ჯულია ფილმ "300 დოლარში" მიეწვიათ მთავარ როლზე.
ფილმს ჯულიას მომხიბლავი ღიმილის გამო სახელწოდება შეუცვალეს და "ლამაზმანი" დაარქვეს. რობერტსის პარტნიორი ჯენტლმენი რიჩარდ გირი იყო, რომლის სიყვარულმაც ქალს თავი დააკარგვინა, თუმცა, გირთან რომანი ფილმის გადაღებასთან ერთად დასრულდა...
ჯულიას გულში ლახვარი ჩასცეს, მაგრამ მის კარიერაში ნამდვილი გარღვევა მოხდა - თანამედროვე კონკიას როლმა 23 წლის მსახიობს ჯერ მსოფლიო სახელი, შემდეგ კი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის ტიტული მოუტანა.
გირთან რომანის შემდეგ რობერტსმა რომანი გააბა კიფერ საზერლენდთან. საქმე ქორწილამდე მიდიოდა, 600 სტუმრისთვის დიდი წვეულების სამზადისიც წამოიწყეს, მაგრამ საქმრო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სკანდალში გაება - პაპარაცებმა უცნობ მოცეკვავე ქალთან გამოიჭირეს. ჯულია გაცოფდა და რჩეულს მის საუკეთესო მეგობარ ჯეისონ პატრიკთან უღალატა, ქორწილამდე სამი დღით ადრე ჯეისონთან ერთად ირლანდიას მიაშურა.
"ძალიან ვუახლოვდები იმ მამაკაცებს, რომლებთანაც მუშაობა მიწევს", - გამოტყდა ერთხელ ვარსკვლავი. მას საზერლენდთან განშორების შემდეგ ურიცხვი ხანმოკლე რომანი ჰქონდა. მის საყვარლებს შორის იყვნენ: ჯორჯ კლუნი, მეთიუ პერი, დენიელ დელ ლიუისი, კემპბელ სკოტი, ითან ჰოუკი (უმა თურმანის ყოფილი ქმარი), ჯონ მალკოვიჩი, აიდან ქუინი და შონ პენი (მადონას ყოფილი ქმარი). ერთხანს "ლამაზმანი" ნუგეშს თავისი მწვრთნელის, პასკუალე მანოკიას მკლავებშიIც ეძებდა. ვარსკვლავის "სასიყვარულო წესებიდან" გამონაკლისი აღმოჩნდა ჰიუ გრანტი, რომელთანაც ჯულიამ "ნოტინგჰილში" ითამაშა.
"გაქცეული პატარძლის" გადაღებისას რობერტსი კვლავ რიჩარდ გირის ტყვეობაში აღმოჩნდა და მასთან ხელახალმა განშორებამ დეპრესიაში ჩააგდო, რის შემდეგაც ქალმა მსოფლიო გააოცა, როცა ქანთრის მომღერალ ლაილ ლოვეტს გაჰყვა ცოლად.
ეს ცნობა ყველამ ხუმრობად მიიღო, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ "ლამაზმანმა" არჩევანი "ურჩხულზე" შეაჩერა. მათი ქორწინება 21 თვეს გაგრძელდა...
როცა ჯულიამ რომანი გააჩაღა ბენჟამინ ბრეტთან, ჰოლივუდში ალაპარაკდნენ, რომ როგორც იქნა, თავისი ოცნების მამაკაცი იპოვა, რადგან ჯულია ძალიან ბედნიერი ჩანდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტკბილ წყვილს იდეალური ურთიერთობა სულაც არ ჰქონია - ბენს სრულფასოვანი ოჯახი და შვილები უნდოდა, "ლამაზმანს" კი კარიერა უფრო აინტერესებდა. მათი განშორების ოფიციალური ვერსია ასეთი იყო:
„ჯულია სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის“.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ "ინათხოვრა" რობერტსმა თავისი ქმარი დენიელ მოდერი მისი კანონიერი ცოლის ვერა შტაინერ-მოდერისაგან, ჰოლივუდში ლეგენდად იქცა.
"შენი ქმარი ისეთი საყვარელია, ვერ მათხოვებ?" - ჰკითხა ჯულიამ. "რასაკვირველია, გათხოვებ, თუკი ხელუხლებელს დამიბრუნებ", - წაიოხუნჯა ვერამაც, რომელსაც ჯულიას სიტყვები ხუმრობად მოეჩვენა...
მოკრძალებული ოპერატორი დენი მოდერი "ლამაზმანმა" ფილმ "მექსიკელის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც მთავარ როლს პრიალაგარეკანიანი ჟურნალების ვერსიით, ყველაზე სექსუალური, ცისფერთვალება ბრედ პიტი ასრულებდა, თუმცა, ორ მეგავარსკვლავს შორის სასიყვარულო ნაპერწკალი არ ანთებულა.
განშორება
48 წლის ჰოლივუდის მსახიობმა, ჯულია რობერტსმა და მისმა 46 წლის მეუღლემ, კინოოპერატორმა დენიელ მოდერმა, განქორწინება გადაწყვიტეს. როგორც უცხოური მედია იუწყება, წყვილს ბოლო დროს ურთიერთობა მკვეთრად დაეძაბა. ორივე მათგანი იმდენად დატვირთულია თავისი სამსახურით, რომ ოჯახისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ.
ჯულია რობერტსმა ქმრისთვის, განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად მალიბუში, თავიანთ სახლთან ახლოს, სახლიც შეარჩია. მისი განმარტებით, ამით მას საშუალება ექნება, ბავშვები ხშირად ნახოს და ბავშვებსაც არ მოენატრებათ მამა.
დენიელ მოდერას ჯულია რობერტსი 2002 წლის 4 ივლისს გაჰყვა ცოლად. 2004 წლის 28 ნოემბერს წყვილს ტყუპები – ბიჭი და გოგო შეეძინათ. 2007 წელს კი მათ კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ.
თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი
ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი ლეგენდარულ ჯულია რობეტსთან ერთად Calzedonia-ს ახალ რეკლამაში გადაიღეს.
შურიანი ძმა
მსახიობი ერიკ რობერტსი, ჯულია რობერტსის ძმაა. მას დასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
61 წლის ერიკი უცხოურ გამოცემასთან საუბრისას ჰყვებოდა, რომ ნარკოდამოკიდებულებამ ურთიერთობა გაუფუჭა მთელ ოჯახთან, განსაკუთრებით კი ჯულიასთან.
„მე ყოველთვის ვგიჟდებოდი ჩემს დებზე, ისინი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასები იყვნენ, მათთან ძალიან ახლოს ვიყავი, განსაკუთრებით კი ჯულიასთან, მაგრამ ყველაფერ იმან, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მიმახვედრა, რომ ხანხადახან ყველაზე რთული ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა გქონდეს, შენივე თავია.
ძალიან გამიჭირდა იმის გადატანა, რომ კინოს სამყაროში ერთადერთი რობერტსი აღარ ვიყავი. ის გამოჩნდა და უცებ მსოფლიომ შეიყვარა, არავის აღარ ვახსოვდი, მხოლოდ მის ძმად მომიხსენიებდნენ.
ის კი ჰოლივუდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდა. მასთან მუშაობაზე ყველა ოცნებობდა, ყველას უყვარდა, ჰქონდა ის რაც არასდროს მქონია.
ვიცი ცუდად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, საბოლოოდ ნარკოდამოკიდებული გავხდი და ჯულიას მიმართ აგრესია გამიჩნდა. ბევრჯერ სცადა ჩემი დახმარება, მაგრამ მეგონა, რომ მის გარეშე უკეთ ვიყავი.
წლების განამვლობაში არ მქონდა კონტაქტი, თუმცა ჩემი შვილისთვის [ემა რობერტსი] ის შეუცვლელი იყო. სწორედ ამიტომ ისინი ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ კი, როდესაც ჯულიამ ტყუპები გააჩინა, ოჯახთან ერთად მივედი კლინიკაში და ბოდიში მოვუხადე ყველაფრისთვის, რაც ვთქვი, ის რისი თქმაც სინამდვილეში არ მინდოდა.
ჯულიამ მაშინვე ჩამიხუტა და ყველაფერი მაშინვე დალაგდა“, - იხსენებდა ერიკი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
მერე რას იტყვიან, ფეხებზე მკიდია - აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები კახა ბენდუქიძეზე
სექსუალური ურთიერთობა ტრანსსექსუალთან, ეჭვიანი მეუღლე და ჰომოფობია - დავით ქაცარავას პირადი