Digest Logo

„კლასელმა მესამე სართულზე ამათრია, ძირს დამაგდო, მაგინებდა, წებოვანი ლენტი შემომახვია...“ - ახალგაზრდა გოგოს მძიმე ისტორია

1639586547
ახალგაზრდა ქალი

ერთ-ერთი ფეისბუკ გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ მორიგ ანონიმურ ისტორიას ასაჯაროებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ  ახალგაზრდა გოგოზე კლასელი ბიჭები.

მართალია, მასზე სექსუალურად არ უძალადიათ, თუმცა  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სკოლის პერიოდი იყო, როდესაც ჩემი კლასელები მაბულინგებდნენ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა, რაც ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან აისახა. ეს იყო დრო, როდესაც საკუთარი კლასელი ბიჭები ხელითაც მეხებოდნენ და ფსიქოლოგიურადაც მანადგურებდნენ.

არავინ იცის, რა გადავიტანე და რა მიზეზის გამო. მიზეზი იყო სიყვარული, რაზედაც უარი ვთქვი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.

გავიხსენებ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მომენტს, რამაც თვითმკვლელობაც კი მაფიქრებინა.

ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა და ჩანთაში წიგნებს ვალაგებდი. სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, რა დროსაც კლასში ჩემი კლასელი ბიჭი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე და მალევე გავედი. მაშინვე უკან გამომყვა. სკოლაში თითქმის არავინ იყო. მეგობრები გარეთ მელოდებოდნენ.

როდესაც კიბეებზე ჩასვლა დავაპირე, დამიძახა და მითხრა, რომ მასთან მივსულიყავი. ისე მოვიქეცი, რომ თითქოს არც გამიგონია და გავაგრძელე გზა. კიდევ დამიძახა. არც მაშინ მივტრიალდი. ამ დროს ალბათ ძალიან გაბრაზდა. დამეწია და ხელით შემომატრიალა.

ეს ის ბიჭი იყო, ვისაც სიყვარულზე უარი ვუთხარი. ხელით ჩამეჭიდა და ძალდატანებით მესამე სართულზე კი არ ამიყვანა, ამათრია.

როგორც კი ავედით, ხელი მკრა და ძირს დამაგდო. ვთხოვდი, რომ გავეშვი, რომ სახლში მინდოდა წასვლა, თუმცა უშედეგოდ.

წებოვანი ლენტი შემომახვია მთლიანად. ამოსუნთქვის საშულებასაც კი არ მაძლევდა. ვტიროდი და ვყვიროდი თუმცა არავის ესმოდა... სიტყვიერად ძალადობდა, მაგინებდა, შემდეგ ხელითაც შემეხო და ერთი მთლიანი დერეფანი ხელით მათრია.

ბოლოს სხვა დანარჩენს დაურეკა და უთხრა, რომ ამოსულიყო. ბიჭებიც ამოვიდნენ და რა თქმა უნდა, იგივე სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს ჩემზე. ამ სიტყვებს ნამდვილად ვერ გავიმეორებ, რადგან ყველაზე ცხოველური სიტყვებია, რაც კი გამიგონია ოდესმე.

როგორც კი დაამთავრეს სიცილი, ერთ-ერთმა ხელები გამიხსნა და მითხრა, ახლა თავისუფალი ხარო.
ხმა ვეღარ ამოვიღე, მეშინოდა და სულ ვკანკალებდი.

ეს იყო ჯოჯოხეთური დღე... ბავშვი ვიყავი, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტები. ნეტავ რით დავიმსახურე? ან საერთოდ რატომ? არ ვიცი.

დღემდე მეშინია ამ ადამიანის და დღემდე ვერიდები მას, თუმცა ახლა სირცხვილი კლავს და თვითონაც ხვდება, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემთან მიმართებით.

უბრალოდ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ: ყოველთვის, ყოველთვის დაიცავით თქვენი შვილები, თქვენი პატარები და ყოველთვის აგრძნობინეთ ის, რომ მათ გვერდით ხართ ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა მოხდეს“,- წერს ანონიმური წყარო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება“ - ნინო ლეჟავა პირადი ცხოვრების შესახებ

🔵„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში! კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელიც სრულად ვაქცინირებული იყო“ - რას წერს ქართველი ექიმი

🔵40 წლის შვილი და 62 წლის დედა გარდაცვლილია, მამაც მძიმე მდგომარეობაშია - ვინ არიან სენაკში დაღუპულები

🔵„ყველაზე მაღალი დაცულობა ეს არის კოვიდის გადატანიდან 3-დან 6-თვემდე, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება” – გიორგი ფხაკაძე

🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე