
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ერთ-ერთი კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შესახებ წერს, რომელიც ვაქცინირებული იყო და გარდაიცვალა.
როგორც ექიმის სტატუსიდან ვიგებთ, შემთხვევამ ევროპელი მედიკოსები გააკვირვა.
„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში, პროგრესის ეპოქაში!“
პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა, იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!
ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!
სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა. ვიღაც ჩლუნგ მავნეს „შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!
დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე. მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!
განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!“, - წერს ქეთო ლობჟანიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება