ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკაში „მოდი ვილაპარაკოთ“ 23 წლის მარი თავის ისტორია ჰყვება.
მისი თქმით, შვილს მამის ძმაკაცისგან ელოდება და საერთოდ არ ნანობს.
„მართალია, ის ასაკი არ მაქვს, გათხოვების გარეშე გამერისკა, კაცთან დავწოლილიყავი და შვილი გამეჩინა, მაგრამ ასე მოხდა და არ ვნანობ.
საკმაოდ ახალგაზრდა მამა მყავს – 18 წლის ასაკში უკვე მე ვყავდი და ფაქტობრივად, და-ძმასავით გავიზარდეთ. იმდენად ახალგაზრდული შეხედულება აქვს, სადაც მივდივართ, ყველას ჩემი შეყვარებული ჰგონია და ეს ძალიან მიხარია. საძმაკაცო-სამეგობროც საკმაოდ კარგი ჰყავს, თავის ასაკის და ჩვენთან, სახლშიც ხშირად ამოდიან.
მისი ერთ-ერთი მეგობარი მამას ხნისაა, მაღალი, სიმპათიური, მამაკაცური ტიპია და ისე შემიყვარდა, გადავწყვიტე, მასთან სერიოზული ურთიერთობა მქონოდა. მართალია, ცოლიც ჰყავს და შვილებიც, მაგრამ ეს ჩემთვის ბარიერი არ არის. რაღაცნაირად ამოვიჩემე, მინდოდა, ყურადღება მოექცია და მისი გავმხდარიყავი. ასეც მოხდა. დიდი ხანი ვფიქრობდი, ეს როგორ გამეკეთებინა და ბოლოს გადავწყვიტე, ქალური ეშმაკობა ჩამერთო.
მოკლედ, დედაჩემი და მამაჩემი, დასავლეთში წავიდნენ და ვიცოდი, ორი კვირა არ დაბრუნდებოდნენ. როგორც კი წავიდნენ, იმ დღესვე დავურეკე ბექას, მამას ძმაკაცს და ვუთხარი, შეუძლოდ ვარ, დედა და მამა სოფელში წავიდნენ, გზას ადგანან და არ მინდა, ინერვიულონ, იქნებ ამოხვიდე და წამლები ამომიტანო-მეთქი. რომ იტყვიან, მობილური გათიშული არ მქონდა და ჩემთან გაჩნდა. წამლებიც ამომიტანა და ტკბილეულიც.
იცის, რომ მიყვარს და არ დაავიწყდა. მოკლედ, თავი მოვიავადმყოფე, წამლებიც მის დასანახად, ვითომ, დავლიე და ვთხოვე, მაღალი სიცხე მაქვს და სანამ დამიწევს, იქნებ ჩემთან დარჩე-მეთქი. საწოლში ჩავწექი და გავინაბე.
გვერდით მეჯდა და რაღაცებს მიყვებოდა. კი არ ვუსმენდი, ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, ეს ის მამაკაცი იყო, ვისთანაც მთელ ჩემს ცხოვრებას გავატარებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, ცოლს არ მიატოვებდა და უკვე გათავისებული მქონდა.
მოკლედ, რომ შებინდდა, მოვიტყუე, რაღაც ძალიან მაკანკალებს, შინაგანად მცივა და იქნებ მომიწვე გვერდით-მეთქი. შეცბა, დაიბნა… მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა და დავამატე: როგორც მამას ვეტყოდი, ისე გეუბნები, სხვა არაფერი იფიქრო-მეთქი. იმდენად დამაჯერებელი იყო ჩემი ტყუილები, იქით ჩავაგდე უხერხულ სიტუაციაში და უსიტყვოდ მომიწვა.
აღარ მოვყვები დეტალებს, რაც იმ საღამოს მოხდა… დილით, თვალებში ვერ მიყურებდა. დარცხვენილი, სწრაფად იცვამდა და არ იცოდა, რა ეთქვა.
ერთი კი წაილუღლუღა: ეს რა დამემართა, ძმაკაცის შვილს როგორ შევეხე, არაკაცი ვარ, ამ შეცდომას ვერასდროს გამოვასწორებ, დავიღუპეო… ჩემზე ერთი სიტყვაც არ დასცდენია. რომ მიდიოდა, ვუთხარი: რაც იყო იყო, ჩვენში დარჩეს, ამოდი საღამოს და დავილაპარაკოთ, ასე ნუ დამტოვებ, ეიფორიაში ვარ და საკუთარი თავის მეშინია-მეთქი.
ეტყობა, იფიქრა, თავი არ მოიკლას, არაფერი მოიწიოსო და ისევ ამოვიდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ორი კვირა, ყოველ დღე ამოდიოდა და თავს ვერ ერეოდა, ინტიმურ კავშირზე უარი ეთქვა. სამი კვირის მერე, თავბრუ და ღებინება დამეწყო, დედაჩემმა ექიმთან გამაქანა და ორსულად აღმოვჩნდი.
ოჯახში ისეთი ამბავი დამაწიეს… მაგრამ, რაღას იზამდნენ? უბრალოდ, მთხოვდნენ, მეთქვა, ვისთან ვიყავი, ვინ იყო ბავშვის მამა და ვერ წამომაცდენინეს.
ცოცხალი თავით არ ვამბობდი მის ვინაობას. ისიც, საგულდაგულოდ ინახავდა საიდუმლოს. ზუსტად ვიცი, მამამ რომ გაიგოს, მისი ძმაკაცისგან ველოდები შვილს, მე, ალბათ, ვერ გამიმეტებს, მას კი მოკლავს.
არც მამაჩემის ცოდვაში ჩავდგამ ფეხს და არც შვილის მამას გავიმეტებ. ვატარებ ამ საიდუმლოს ჩემთვის და გავზრდი შვილს უმამოდ.
ვიცი, რასაც იტყვიან ჩემზე, ამას ვინც წაიკითხავს, მაგრამ არ მაღელვებს – მინდოდა, გავაკეთე და არასდროს ვინანებ.
გათხოვებაზე არც მიფიქრია, ვისთანაც მინდოდა ყოფნა, ვიყავი, ღმერთმა შვილი მაჩუქა და ამასაც გავზრდი“,- ჰყვებოდა მარი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი