Digest Logo

რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი და სხვა ლეგენდარული სახეები საბჭოთა საქართველოში

1611671900
მუსიკოსები, რომლებიც საბჭოთა საქართველოში იყვნენ

ბოლო პერიოდში საქთველოში, მსოფლიოში პოპულარული მუსიკალური ჯგუფებისა და შემსრულებლების ჩამოსვლა აღარავის უკვირს, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სრულიად იზოლირებული იყო და მთელ სამყაროს საბჭოთა კავშირისგან დიდი კედელი ყოფდა.

ეს საზღვრები ძალინ რთული გადასაკვეთი იყო როგორც ქვეყანაში შემომსვლელისთვის ისე, მისი დატოვების მსურველისთვის და მაინც, თურმე ლეგენდარული მუსიკოსები საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოდიოდნენ.

„სვინგის მეფე“ - ამერიკელი კლარნეტისტი ბენი გუდმენი, 1962 წელს საბჭოთა კავშირს ეწვია. ის იმყოფებოდა საქართველოშიც. თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტი ჩაატარა. ჯაზმენი მცხეთასაც სტუმრებია, მოუნახულებია ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

ფოტო: ბენი გუდმენი მცხეთაში


ის ბენი გუდმენი უკვე ჩიკაგოს საუკეთესო ბენდის წევრი იყო, ხოლო 19 წლისამ საკუთარი ფირფიტა გამოუშვა.

„სვინგის მეფე“

1979 წელს საბჭოთა კავშირს კიდევ ერთი „მეფე“ ეწვია. ამჯერად ბი ბი კინგი - „ბლუზის მეფე“. მან კონცერტი გამართა მოსკოვში, პეტერბურგში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში. "ბლუზის მეფემ"თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სამი კონცერტი მოაწყო.

მრავალი მისისიპელი ფერადკანიანი მუსიკოსის მსგავსად, ბი ბი კინგიც ბამბის პლანტაციებში მომუშავეთა ოჯახში გაიზარ­და. ბამბას თავადაც ამუშავებდა. მუსიკას ბავ­შვობიდანვე დაუკავშირდა, ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი იყო. ერთ-ერთი ღვთისმსახურისგან პატარა კინგმა გიტარის პირველი აკორდებიც შეისწავლა.

რეი ჩარლზი ტრანსპორტში ჭადრაკის თამაშის დროს




საქართველოს რეი ჩარლზი 1996 წელს ესტუმრა თავის ორკესტრთან ერთად. კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ასეთი მასშტაბის მუსიკოსი პირველად ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც რეი ჩარლზს პირადად შეხვდა.


„მთავარი ამერიკელი შავკანიანი“ საქართველოში

„მე ვარ 25% ტალანტი, 75% კი ბიზნე­სი!“- ამბობდა ამერიკელი მუსიკოსი ჯეიმს ბრაუნი. „25%-იან ნიჭიერებას“ მისთვის ხელი არ შეუშლია, „ფანკის მეფე“ და „სოულის ნათლია“ გამხდარიყო, ხოლო ჟურნალ „როლინგ სტოუნზს“ ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის მე-7 ადგილზე დაესახელებინა. 1969 წელს „ჟურნალმა „ლუკმა“ ჯეიმს ბრაუნს „ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი“ უწოდა.

1999 წელს ჯეიმს ბრაუნი საქართველოშიც ჩამოვიდა ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში. კონცერტი თბილისში, „ლაგუნა ვერეს“კომპლექსში გაიმართა.

თბილისში სხვადასხვა დროს ჩამოსული იყვნენ „მანჰეტენ ტრანსფერი“, ჯო კოკერი, „ბონი ემი“, აგრეთვე სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები. XXI საუკუნეში მათი ჩამონათვალი საგრძნობლად გაფართოვდა და ეს სია საკმაოდ სწრაფადაც იზრდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ „პა სეანსის“ ბიჭები

9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან