Digest Logo

„სიკვდილის გზა არ რა არის ვარდისფერ გზის გარდა“ - დიდი ადამიანები, რომლებმაც 2021 წელს დაგვტოვეს

1640889409
 დიდი ადამიანები

„სიკვდილის გზა არ რა არის ვარდისფერ გზის გარდა“. არსებობენ დიდებული ადამიანები, რომლებიც უძეგლოდ არ იკარგებიან. მათ დაამარცხეს სიკვდილი. დიახ, სწორად გაიგეთ, მათ დაამარცხეს სიკვდილი, რადგან დატოვეს მარადიული შემოქმედება.

ამ შემოქმედების ნაყოფი თაობებს გადაეცემა, თაობები ისაუბრებენ მასზე და ამით ყველას გულებში იცოცხლებენ.

დღეს სწორედ დიდებული ადამიანების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც 2021 წელში დაგვტოვეს და მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლეს.

კახი კავსაძე 1935.05.06 - 2021.27.04

არტისტი, ადამიანი - ამ სიტყვის სრული გაგებით. მისმა წასვლამ ყველას გული ატკინა. ბელასთან წავიდა, თავის დიდ სიყვარულთან... წავიდა „იქ, სადაც თეატრი არის“...

გურამ დოჩანაშვილი 1939.26.03 - 2021.03.04

„დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“. მან შეიცნო საკუთარი მე და შეიცნო სამყარო. ამ ფენომენალურმა ადამიანმა დაგვტოვა და ზეცაში დაიდო ბინა.

გელა ჩარკვიანი 1939.01.03 - 2021.09.11

„ნანას ახლად აღმოჩენილ სურათს კვლავ და კვლავ ვუმეორებ – „მალე მოვალ და მერე სულ ერთად ვიწვებით...“ ჰოდა, ნანას სანახავად წავიდა. 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზურა ბაკურაძე 1978.23.12 - 2021.23.06.

ზურიკუნა რაჭის სიყვარულს ემსხვერპლა. დიახ, რაჭაში სოფელ შქმერში უბედური შემთხვევა მოხდა, მიწა მოწყდა, რასაც დიდებული მომღერალი ემსხვერპლა. ზურიკუნა ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი იყო. რაჭველი ბიჭუნა არამარტო რაჭამ არამედ მთელმა საქართველომ იგლოვა. ის 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი 2021.02.14

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. ის ბრძოლაში დამარცხდა... მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ. დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჯემალ ჭკუასელი 1935.18.05 - 2021.17.12

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხირხალა - ამირან ქადეიშვილი 1936.04.03 - 2021.06.10

„ყველასთვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა...“ მან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 85 წლის ასაკში დაგვტოვა.

დავით სოკოლოვი - 2021.27.09

ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა... საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

„უდიპლომო სასიძო“- კოტე მგალობლიშვილი 1940.7.06 - 2021.18.09.

81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი კორონავირუსს ემსხვერპლა.

იგი მაყურებელმა ფილმში „უდიპლომო სასიძო“ შესრულებული მთავარი როლით გაიცნო.

კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის „ბიჭიკოს“ პერსონაჟი აღმოჩნდა.

თამაზ კვაჭანტირაძე - 1940.07.06 - 2021.15.08.

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური - 1946.22.01 - 2021.01.02.

„გააჩერა დედამიწა და ჩავიდა...“ 75 წლის ასაკში ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური დღეს 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა. თემურ წიკლაური გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

რეზო გაბრიაძე - 1936.29.06. - 2021.06.06.

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია. მათ შორის "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო" და სხვა.

ზურაბ ნიჟარაძე - 1928.04.12 - 2021.25.06.

ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა. „ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს.

მარინა ჯანაშია - 1949.28.12 - 2021.27.05

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბევრი როლი აქვს შესრულებული,რომელთაგან აღსანიშნავია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

ანზორ ერქომაიშვილი - 1940.10.08.- 2021.31.03.

81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.

მამუკა ლორია - 1955.01.03. - 2021.27.01.

კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

ერმალო მაღრაძე 1943.14.12. - 2021.13.11.

ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მოდი, დავიწყოთ ყველაზე ხმაურიანი ამბებით - სამთავრობო ცვლილებები, რომელიც 2021 წელს განხორციელდა

🔵2021 წლის ყველაზე რეიტინგული ამბები, რომლებმაც მკითხველის გული დაიპყრო

🔵ლიზა იასკოს რომანი მიშასთან, ნიჟარაძე-სააკაშვილის შვილი, ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა და 2021 წლის სხვა შოკამბები

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე