Digest Logo

„სხვადასხვა ადგილზე ხელით შემეხო... ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი...“ - 6 წლის ასაკში მიყენებული ტრავმა - უცნობი ამბავი

1625207254
ძალადობის მსხვერპლი მოზარდი

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი • პატარა ვარ“ მორიგ უცნობ ისტორიას აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ანონიმურ წყაროზე 6 წლის ასაკში სექსუალურად იძალადეს.

 

„მოგესალმებით!

ახლა 20 წლის ვარ და 14 წლის წინ მომხდარი ამბავი გამახსენდა...

სოფელში გავიზარდე, უსახსრო ოჯახში, სადაც კანფეტი ფუფუნება იყო.

ჩვენ გვერდით ცხოვრობდა კაცი, დაახლოებით 44 წლამდე.

ერთხელ, როცა სათამაშოდ მივდიოდი, მან გზაზე გამოიარა და მკითხა, რას აკეთებ, კანფეტი არ გინდაო?

როგორც აღვნიშნე, კანფეტი რაღაც ბავშვური სურვილი იყო ჩემი. ამიტომ გავყევი (იმედია, არ გავიკიცხები ამის გამო).

სახლში არავინ იყო ოთახში შემიყვანა. საწოლზე დამსვა და მითხრა, მალე მოვიდოდა.

2 წუთის შემდეგ კანფეტით ხელში შემოვიდა და მომცა მაგრამ გვერდით მომიჯდა და სხვადასხვა ადგილზე ხელით შეხება დამიწყო.

ალბათ მივხვდი, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. ვიყვირე, მაგრამ უშედეგოდ...

ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი შეშინებული და ატირებული მე, კმაყოფილი ის და გრძნობა, რომ რაღაც საშინელი ჩავიდინე...

აქამდე ეს არავისთვის მითქვამს, გარდა ჩემი საუკეთესო მეგობრისა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეს საშინელი ფრაგმენტი დავივიწყო, მაინც არ ამოდის ტვინიდან“, - წერს ანონიმური წყარო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლეობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი

„17 წლის ასაკში მოიტაცეს, ქმარი და დედამთილი სცემდნენ, მუცელი მოეშალა“ - უცნობი ამბავი

„5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სექსუალურად მავიწროვებდა“... - უცნობი ამბავი