Digest Logo

თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა - დადიანების ამბავი, რომელზეც დუმან და ქართველი ქალის ჩაქოლვის ისტორია

1612444125
ჩაქოლვა

ფილმები „ნატვრის ხე“ და „სორაიას ჩაქოლვა“ ერთმანეთს საოცრად ჰგავს. თითქმის საუკუნისა და 1000-ობით კილომეტრის დაშორებით გადაღებული ფილმების მთავარ გმირებს ერთი და იგივე ბედი ხვდათ წილად - ჩაქოლვა. 

 

საქმე იმაშია, რომ ყველაფერი არც მარიტათი დაწყებულა და არც სოარაიათი დამთავრებულა. როგორც საქართველოში, ისე მსაოფლიოს სხვა ქვეყანებში ყველა დროში სოციუმი მუდმივად ძალადობს ინდივიდზე და თუ საკუთარ თავს გარედან შევხედავთ შესაძლოა, მათ ადგილზე თავად აღმოვჩნდეთ. დიახ, ახლაც ჩვენ ირგვლივ რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში მუდმივი აგრესიაა და სოციალურ ქსელში, ერთი ირონიული კომენტარი, ან რეაქცია, იმ ქვასა და ტალახზე არანაკლებ მტკივნეულია, რომლებსაც გასულ საუკუნეში ირანში სორაიას ან კახეთში მარიტას ესროდნენ...

ახლა მოგიყვებით რესლური სორაიასა და მარიტას შესახებ, რომლებიც თურმე, მწერლების ფანტაზიის ნაყოფნი კი არა, ნამდილი ადამიანები ყოფილან.

ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი1980-იან წლებში სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში მოხადა.

სორაია - ქალი, რომელიც საკუთარი შვილების ხელით ქვით მხოლოდ იმიტომ ჩაქოლეს, რომ მის მეუღლეს სხვა ქალის - არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვა მოუნდა. სორაიას პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მის ქმარს სხვა გოგონას მოეწონა, მის ცოლად მოსაყვანად კი სორაიას თავიდან მოშორება გახდა საჭირო.

ტრადიციების ერთგულმა მეუღლემ გამოსავალიც იპოვა და მეუღლეს უპატიებელ ცოდვაში, ღალატში დასდო ბრალი, არგუმენტად კი მეზობლისთვის გაღიმება მოიყვანა. მსაჯულებმაც არ დააყოვნეს და ქმრის „ღალატისთვის“ სორაიას, ქალს, რომელიც სახლიდან მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, რომ სურდა, საზოგადოების ნაწილი ყოფილიყო და თავისი ადგილი ჰქონოდა, თუნდაც მოსამსახურის, ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. სორაიას პირველმა საკუთარმა მამამ ესროლა... ესროლა მეუღლემ და შვილებმა...

სორაიასადმი მიძღვნილი ფილმი საქართველოში ბევრმა ნახა და დაიტირა კიდეც ირანელი ქალბატონი, რომლის ისტორია მთელს მსოფლიოში შეიტყვეს. თუმცა იგივე საქართველოში ცოტამ თუ იცის არანაკლებ სულისშემძვრელი ისტორია, რომლის პერსონაჟები ლევან მეორე დადიანი და მისი მეუღლე არიან.

მაშინ სამეგრელოს მთავარი ლევან მეორე დადიანი იყო, - ისტორიული წყაროების თანახმად, საკმაოდ საინტერესო პიროვნება და ამავდროულად, ზნეობითა და მენტალობით ქართულ ცნობიერებას მოკლებული. ის ტიპიური სეპარატისტი გახლდათ, რომელსაც მთელ დასავლეთ საქართველოში ბატონობის პრეტენზია გააჩნდა, ძალის და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის არაერთგზის ესხმოდა თავს იმერეთის სამეფოს, ასევე გურიისა და აფხაზეთის სამთავროებს.

ლევან მეორე დადიანი მეთექვსმეტე საუკუნის 90-იან წლებში მანუჩარ დადიანის ოჯახში დაიბადა. ლევანმა საკმაოდ ადრე იქორწინა აფხაზთა მთავრის - სეტემან შარვაშიძის ქალიშვილზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ამავე პერიოდში მან თავისი და - მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია გურიელის ვაჟ სიმონს. ანუ, დადიანი დამოყვრდა აფხაზეთთანაც და გურიასთანაც.

ასე გაგრძელდა ოციან წლებამდე - მანამ, სანამ ის თავის ხასიათს გამოავლენდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი ბიძის - გიორგი ლიპარტიანის მეუღლე, ანუ ბიცოლამისი - ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მალე მათი ურთიერთობის შესახებ სასახლეში ყველამ შეიტყო. იმისთვის, რომ მას საკუთარ გულისსწორზე - აღმზრდელი ბიძის ცოლზე ექორწინა, ჯერ ცოლს უნდა გაყროდა. დიდხანს არც უფიქრია, მიზეზად კი ღალატი დააბრალა, თითქოს აფხაზთა მთავრის - სეტემან შარვაშიძის ქალიშვილს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისივე პირად ვეზირთან, მერაბ ქორთოძესთან. ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული ყოფილა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში, რომ ლევან დადიანმა მისი დასჯა ვერ გაბედა. ამიტომ იგი სამეგრელოდან გურიის სამთავროში, თავის სიძესთან და დასთან გადაასახლა, ცოლსკი, როგორც მოღალატეს, ცხვირი მოაჭრა და ცხვირმოჭრილი გაგზავნა მამამისთან. შემდეგ პირდაპირ მიადგა სასახლეში გიორგი ლიპარტიანს და ცოლი წაჰგვარა.

სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. როგორც ისტორიულ წყაროებშია ნათქვამი, არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ყოველივე, მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი რომ არ გარდაცვლილიყო. ამასთან დაკავშირებით მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი ლიპარტიანი საკუთარმა ძმისშვილმა მოწამლა. ასე იქორწინა ლევან დადიანმა საკუთარ ბიცოლაზე, ნესტან-დარეჯან ჭილაძეზე, რომელიც ძალიან ამპარტავანი, დაუნდობელი, ძალაუფლებისმოყვარე და ბოროტი ადამიანი ყოფილა. ნესტან-დარეჯანმა გული ააცრუებინა ლევან დადიანს საკუთარ შვილებზე, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა, ჩააგონა, რომ ეს ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ - შენი ცოლი ხომ გღალატობდა და ვინ იცის, ვისგან ჰყავდა ისინიო. ერთ მშვენიერ დღეს ორივე ბავშვი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამეგრელოს მთავარმა გარდაცვლილი შვილები დადიანთა საგვარეულო საძვალეში არ დააკრძალვინა. ასე შეეწირნენ მცირეწლოვანი ყმაწვილები ბოროტ დედინაცვალს.

თავად ლევანსა და ნესტან-დარეჯანს 4 შვილი ჰყავდათ და ოთხივე ფიზიკურად დავრდომილი იყო. მათგან მხოლოდ ერთმა იცოცხლა შედარებით დიდხანს, დანარჩენები მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ. იმ ერთმაც 1657 წლამდე, ანუ ლევან დადიანის გარდაცვალების თარიღამდე იცოცხლა. ლევან დადიანი ყველა შვილის სიკვდილს მოესწრო და როდესაც უკანასკნელის შესახებაც შეიტყო, თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა.

რაც შეეხება მარიტას - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი პროტოტიპი კახეთის სოფელ პატარძეულში ცხოვრობდა.

თურმე, იმ ქალა ქმრისთვის უღალატია, შემდეგ სოფლის მაცხოვრებლებს ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ, მაგრამ არ მომკვდარა, მას მერე დიდხანსაც უცოცხლია.

მარიტას ისტორია რომ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული ამას პოეტი რომან ზუკაკიშვილიც ადასტურებს. მან ბაბუის ნაამბობი წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა:

„ჩემს უბანში ღვთისმშობლის ეკლესიაა, ძალიან წყნარი უბანია, ესაზღვრება გიორგი ლეონიძის უბანს. პაპაჩემისგან ვიცი ისიც, პატარა ყოფილა და ორღობეში ვირზე უკუღმა შესმული ქალი ჩამოუტარებიათ… გიორგი ლეონიძემ საკუთარი თვალით ნახა ვირზე უკუღმა შესმული მარიტა… სოფლის ქალები გვეუბნებოდნენ, კენჭები ესროლეთ, ცუდი ქალიაო… ანუ რაც „ნატვრის ხეში“ ასახა გიორგი ლეონიძემ, ნამდვილია. ან ნახა გოგლამ ეს სურათი, ან სოფლელი ბიჭებისგან მოყოლილ ამბავზე დაწერა თავისი ცნობილი წიგნი”, - ამბობს ის.

აგრეთვე დაგაინტერსებთ:

მაშინ ამბობდნენ, ჯანაშია საგიჟეთში წაიყვანესო - მარი ჯანაშიას დაავადება და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები

2 განქორწინება, შვილი ქორწინების გარეშე, ნამდვილი დედის ძებნა - ცოტა რამ თამუნა მუსერიძეზე

„მესამე თვალი“ სულ გახსნილი მაქვს, ეს ტანჯვაა. რთულია, წინასწარ იგრძნო ადამიანის გარდაცვალება“ - რომა რცხილაძე