Digest Logo

ვისი დავალებით მოქმედებდა „ქილერი“, რომელმაც 22 წლის ბიჭს 9 ტყვია ესროლა? - ვერაზე მომხდარი შურისძიების დეტალები

1631856120
კვარაცხელია

ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული „ქილერია“.

„კურიერისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეში კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის გვარიც ფიგურირებს. ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო „ტბილისკი“ ააფეთქეს.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.

ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია. კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, იქ, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, თუმცა, საქმე განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 22 წლის ბიჭი ჩაცხრილეს. ის კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს და მდგომარეობა მძიმე იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა ნიკა კვარაცხელიას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილი და აპლიკაცია feeds-ს შემქმნელი იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„თავიდან გონზე იყო, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა...“ - რას ჰყვება თვითმხილველი ნიკა კვარაცხელიაზე?

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵ამ ამბავს შურისძიება აუცილებლად მოჰყვება – მამას შვილის გადასვენება მოსკოვში სურს

🔵„ნასვამი იყო, 22 წლის გოგო გააუპატიურა, გაგუდვა სცადა, ბოლოს კი ჩანგლით მიაყენა ყელში დაზიანება“ - 43 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი