Სისხლისგან იცლებოდა. Ასე იდგა - ნახევრად, უძრავად. Ჭრილობა არავის შეუხვევია. Ამბობდნენ, გაჩერდაო. Თითქოს, ბედს შეჰგუებოდა.
Როცა ყველაფერი დაკარგული გვეგონა, ბებიებმა დიდი ხნის უნახავი შვილიშვილების ნახვა ჩუმად დაიწყეს. Ხალხი ერთმანეთს იმდენად ძლიერ იკრავდა გულში, რამდენადაც შორს იყვნენ იდეოლოგიურად, ქალებმა მოძალადე ქმრების გარეშე ცხოვრება ისწავლეს, ქუჩაში მათაც კი უღიმოდნენ, ვისი დანახვაც ჩვეულებრიც, ზიზღს მოჰგვრიდათ და მიხვდნენ, რომ სული ეხუთებათ ერთმანეთის გარეშე, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ დისტანცირება, რომ არ აქვს მნიშვნელობა შეხედულებათა სხვადასხვაობას და მთავარი ჯანმრთელობაა. აკრეფილმა კილოგრამებმაც ნელ-ნელა ისევე დაიწყეს უკან დახევა, როგორც ვირუსმა.
დარაბები გავხსენით. შემდეგ გულები და მანაც მოძრაობა დაიწყო, როგორც დაწერილია - დედამიწა სიყვარულმა დაატრიალა. Პირველი ნაბიჯები უმნიშვნელო იყო. Ვერავინ შეამჩნია. Თუმცა ეგ რა მოსატანია - ბევრმა ისიც არ აღიარა, საერთოდ რომ გაჩერდა.
Მერე ახალი ერა უნდა დამდგარიყო. ვემზადებოდით. Წინა ხაზზე მდგომებმა იარაღი დაუშვეს და კიდევ ერთხელ ცარიელ კასრში ჩაყვირებასავით, ექოდ გაისმა - Მთავარი ჯანმრთელობაა…
მთავარი ჯანმრთელობაა...გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ეს წელი გაიცვითა ამის მტკიცებით და ხალხს მაინც სჯერა, რომ ტრაგედია მემორიალზე ცეკვა, ერთსქესიანთა ქორწინება ან... ან პრეზერვატივზე დახატული მეფის პორტრეტია. კვლავ მზად არიან ამის გამო ერთმანეთი დახოცონ.
Არავინ შეცვლილა. Სინამდვილეში, ადამიანები ისეთებად დარჩნენ, როგორც ამ ვირუსამდე, ან წინა ვირუსამდე, ან ესპანკამდე ან ებოლამდე იყვნენ - ეგოისტებად, საკუთარ ინტერესებს გამოკიდებულებად, Ისევ გოდოს მოლოდინში არიან, მოთმინებით ელოდებიან ცის გახსნას და მეორედ მოსვლას.
ადამიანები ერთნაირები არიან ყველა დროში და ყველგან. Ამას მაშინ ხვდები, როცა აღმოაჩენ, რომ ბიჭთან შესახვედრად ამერიკელი გოგოებიც სახლიდან იპარებიან,, იტალიელი ბიჭები ფლირტში იმდენად დაუხელოვნებლები არიან, უხერხულობისგან მობილურს სირაქლემას პოზაში ჩაჰყურებენ, ქართველები კი… ქართველებს მაინც გვჯერა, რომ ჩვენ ყველაზე ტრადიციული, ერთმანეთის მოყვარე ერი ვართ და ქართველობას ვერავინ წაგვართმევს. Ვერც მკვლელი ვირუსი.
Ჩვენ ხომ ტრადიციები მაშინაც არ დავთმეთ, 1 000-კაციან ქორწილებს ვერ შეველიეთ და ახალ-ახალ კლასტერესებს ობობას ქსელივით ვავრცელებდით მთელ ქვეყანაში.
მაშინაც კი, როცა დისტანციის დაცვა ჯანმრთელობის დაცვას ნიშნავდა, რიგს ჩვეული ოსტატობით ვარღვევდით - დგები ბოლო პირის ოდნავ წინ და მარჯვნივ.
Ვერაფერი ვისწავლეთ… ყველაფერი ისევ ამ მთავრობის ბრალი გვგონია, მზად ვართ წარუმატებლობა შავ კატას, ღამურას ან ბეჰემოტს დავაბრალოთ, ოღონდ ღმერთმანი, საკუთარ თავს არ მოვკითხოთ რამე!
Ფიზიკური დისტანცია სიამოვნებით დავარღვიეთ, თუმცა ცოტა ხანში ყველაფერი დაგვავიწყდა, ერთმანეთი კვლავ მოგვწყინდა და ისევ სულიერი დისტანცირების ხანა დადგა. Ციფრულ ტექნოლოგიებში დარწმუნებულები, ახლა საკუთარ თავებს თავად გამოვუტანთ განაჩენს - კომპანიები აღმოაჩენენ, რომ ოფისებში ფულის ხდა საჭირო არაა და რომ ერთგული თანმამშრომლები სახლიდანაც აკეთებენ საქმეს, პედაგოგებიც საბოლოოდ, ისწავლიან დისტანციურ რეჟიმში სწავლებას.
Და მერე ისევ… სისხლისგან დაიცლება… ჭრილობას არავინ შეუხვევს. Იტყვიან, გაჩერდაო...
ავტორი: მარიამ ელიაშვილი
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
აკა მორჩილაძის აუცილებლად წასაკითხი 3 წიგნი - გვირჩევს ლევან ბერძენიშვილი
⚪ბულვარული ამბები:
ცხოვრებისეული სევდა, ბავშვობა, სიყვარული - ანა დოლიძის პირადი
გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?