კახეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ, რომელიც სოფელ კონდოლის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარი 20 ათასი აშშ დოლარის გამო განზრახ მოკლა მათ არასრულწლოვან შვილზე კი ფიზიკურად იძალადა და დააბა.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სავარაუდო დამნაშავეს ბრალი წარედგინა.
„საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს