აბაშაში, მდინარე რიონში 12 წლის მოზარდს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ გულეისკარში მცხოვრები მოზარდები მდინარეში ბანაობდნენ, როდესაც, მოულოდნელად, ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა. არასრულწლოვანი სათევზაოდ იყო წასული.
უწყების ცნობით, მაშველები აქტიურ რეჟიმში ატარებენ სამძებრო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს პრეპარატი სასწაულმოქმედი იქნება“ – რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი კოვიდის წამალზე
🔵27 წლის მეუღლეს მუცელში დანა 15–ჯერ ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი