Digest Logo

ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 50-დოლარიანებია

1640676543
ფული 50 დოლარი

განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში საგამოძიებო სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, მათგან ერთი დაკავებულია, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 1.900 დოლარის ოდენობის 38 ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

ბრალდებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🔵დასახელდა ზოდიაქოს 5 ყველაზე წარმატებული ნიშანი

🔵„ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტები ეყოლება, ზოგს კი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს“ - 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის