Digest Logo

„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1640671434
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მონდომება და გადაწყვიტეთ ყველა სადავო საკითხი, რადგან სწორედ დღეს გაქვთ კონსტრუქციული დიალოგის გამართვის და სასურველი შედეგის მიღწევის საუკეთესო შანსი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ხელმძღვანელებისთვის თხოვნით მიმართვისა და ახალი თანაშემწეების მოსაძიებლად, მსუბუქი ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი, საფირონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„ვეფხისტყაოსნის გამოცემათა რეკორდული რაოდენობის გამომცემელი... გული ჩამწყდა! მშვიდობით“ - ბადრი შარვაძე გარდაიცვალა

🔵„ხედავ? კოვიდზე უფრო მეტად, თურმე, შიდა ინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!“ - რას წერს დავით გადელია

🔵„შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები... შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად“ - მიხეილ სააკაშვილი

წყარო: fortuna.ge