ავსტრალიელი შანაი ბრუკი წელიწად-ნახევარია რაც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა. ის ძირითადად კვადროთი გადაადგილდებოდა, იზიდავდა ალპური ტურიზმი და მოგზაურობა. ცნობილია რომ ხშირად ლაშქრავდა მთაწმინდას.
შანაი 30 აგვისტოს გაუჩინარდა, დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს. ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, თუმცა სიკვდილამდე უცხოელი, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი იყო.
როგორც შანაი ბრუკის მეგობარი და კოლეგა როსს ტომპსონი იხსენებს, ტელეფონში ისმოდა თუ როგორ იცავდა თავს და ითხოვდა დახმარებას.
„გუშინ თავისი საცხოვრებელი შანეიმ 3:30- ზე დატოვა და დაახლოებით 4 საათისთვის, ტელეფონით აშშ-ში თავის მეგობარს საქართველოზე, ამინდზე და ა.შ... ელაპარაკებოდა.
4:30 მისი მეგობრის ტელეფონზე შემოვიდა ზარი, სადაც შანეი ყვიროდა, რომ მისგან ხელები მოეშორებინათ.
ხმა ცუდად ისმოდა, სავარაუდოდ როცა ვიღაცას ეჩხუბებოდა, ტელეფონმა შემთხვევით დარეკა იმასთან, ვისაც ბოლოს ესაუბრა შანეი, შემდეგ გაითიშა ზარი და არაფერი გვსმენია, მის სახლთანაც მივედით ღამე, მაგრამ არ გამოჩენილა...“ - ამბობს შანეი ბრუკის მეგობარი და კოლეგა როსს ტომპსონი.
როგორც ჩანს, შანაი ძალიან მოხიბლული იყო საქართველოთი, მან ერთ-ერთი შვებულება აქ გაატარა.
„ლაშქრობა, ჩანჩქერები, პლაჟები, მოტოციკლები, მიტოვებული სანატორიუმები, ექსპრომტი თავგადასავლები, ბევრი სასაცილო და გასართობი ისტორია… აი როგორ უნდა გაატაროთ თქვენი შვებულება, მადლობა მარკ და ლინა იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეთ“,- წერდა იგი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
⭕ „უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა“ - გიგი უგულავა
⭕ „უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მერე რაც მოხდა, ყველა ვწერთ“ - დათო ლიკლიკაძე