Digest Logo

„ამის შემდეგ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - რუსკა მაყაშვილი წარსულს იხსენებს

1626956421
მსახიობი რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან ურთიერთობაზე გადაცემა „სთორის“ ეთერში 
ისაუბრა. როგორც მსახიობი განმარტავს, მისი ხასიათი შვილების გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, მეუღლესთან მიმართებითაც.

„ძალიან ეჭვიანი ვარ. ადრე მამაკაცის მიმართ ვიყავი ეჭვიანი, თუმცა ეს გრძნობა ახლა მეგობრებისა და შვილებისკენაა მიმართული. მე თვითონაც მიკვირს, როგორ შევიცვალე ასე. კოშმარია მამაკაცის მიმართ ეჭვიანი ქალი, არასდროს არ მომწონდა ჩემი თავი ასეთი, მაგრამ იმ მომენტში სხვას ვერაფერს ვხედავდი. „სად იყავი?“, „რატომ მოხვედი გვიან?“ - ამის შემდეგ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. საოცრად ეჭვიანი ვიყავი და უსაფუძვლოდაც ვეჭვიანობდი, მაგრამ ახლა ჩემს ქმართან ამ მხრივ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - ამბობს რუსკა.

რუსკა მაყაშვილმა შვილებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ძიძის ყოლის კატეგორიული წინააღმდეგია, ის და მისი მეუღლე, სანდრო ნიჟარაძე, თავად ზრდიან შვილებს და ცდილობენ, მათ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო შეუქმნან. ძიძის ნაცვლად კი, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მშობლებს სთხოვენ. მსახიობმა დის, ნინუცა მაყაშვილის სკანდალურ აღიარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი მის დას ცხოვრების უფრო ლაღად გაგრძელებაში დაეხმარა: „ნინუცა, ფაქტობრივად, თავიდან დაიბადა“ - ამბობდა რუსკა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯოჯოხეთი იყო რაც ვნახე, ასე ცხოვრება არ შეიძლება“ - რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

„რუსკასა და მისი ქმრის ურთიერთობაში არასდროს ვერევი. რომ წაიწუწუნოს, მაშინვე ვეუბნები, რომ ეს ჩემი საქმე არ არის...“ - თამარ მაყაშვილი