Digest Logo

აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება - ასეთი ტიპის აპლიკანტებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი

1645524708
აშშ-ს ვიზა

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას აფასებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზედაც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში.

აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

🔵„დღეს მოერიდეთ ეჭვიანობას, მკვახე და უხეშ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას“ - ცაგარელი

🔵„როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ...“ - აუცილებელი ინფორმაცია, რაც 22.02.2022 მისტიკური დღისთვის უნდა ვიცოდეთ

🔵„მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან“ – ნანა გეგეჭკორი